“ვითხოვთ ქრისტიანების უფლებების დაცვას!” – რა ხდება სირიაში

სირიაში, ქალაქ ჰამას მახლობლად საშობაო ნაძვის ხის დაწვას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ორშაბათს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანდა, როგორ წვავენ შეიარაღებული ნიღბიანი პირები ქალაქ ელ-სუკაილაბიას ერთ-ერთ მთავარ მოედანზე საშობაო ნაძვის ხეს. ელ-სუკაილაბია ცენტრალური სირიის ქალაქია, რომელშიც ძირითადად ქრისტიანი მოსახლეობა ცხოვრობს.
ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი ახალი მმართველებისგან რელიგიური უმცირესობების დაცვას ითხოვს. ქვეყნის დედაქალაქში, დამასკოში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები – “ვითხოვთ ქრისტიანების უფლებების დაცვას!”.
წყარო – ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)