რატომ მივაფუჩეჩეთ ის ფაქტი, რომ მომწამლეს, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? ბიზნესმენები ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე, არ იცით, რისთვის ვზივარ? – სააკაშვილი

რატომ მივაფუჩეჩეთ ის ფაქტი, რომ მომწამლეს, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? ბიზნესმენები ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე, არ იცით, რისთვის ვზივარ? – სააკაშვილი რატომ მივაფუჩეჩეთ ის ფაქტი, რომ ამათ მე მომწამლეს? დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? არ იცით რისთვის ვზივარ?, – […]
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს შსს სხვადასხვა მედიასაშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დააზიანეს და მანქანა დააჯახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში […]
საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი გაიზარდა

ელექტროენერგიის პირდაპირი შემსყიდველი კომპანიების მიერ მოხმარებული ენერგია, რომელთა შორისაც ისეთი კომპანიებია, რომელიც მაინინგით არის დაკავებული გაიზარდა. 2024 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში არსებულმა კომპანიებმა საერთო ჯამში 377 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8-ჯერ მეტია (2023 წლის 11 თვეში 45 მილიონ კილოვატ საათი იყო), – ამის შესახებ სემეკის მიერ გამოქვეყნებული […]
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას აღნიშნავს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს მილიონობით მორწმუნე იზეიმებს. ქრისტეს დაბადებას დღეს ყველა იმ ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდება, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იმედისა და ნდობის თემატიკით, 2025 წელი რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა კარის გახსნით დაიწყო. დაახლოებით 7 000 ადამიანი ადევნებდა თვალს წმინდა კარის გახსნას […]
ყაზახეთში აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ქალაქ აქთაუში, რომელიც დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს, ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა, უამინდობის გამო კურსი შეიცვალა და აქთაუში გაფრინდა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. “დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, გადარჩენილია რამდენიმე ადამიანი, რომლოებიც […]
ყაზახეთის მონაცემებით, აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ აქთაუსთან დღეს, 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა 25 ადამიანი, რომელთაგან 22 ჰოსპიტალიზებულია. ამავე სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 16 – რუსეთის, 6 – ყაზახეთის და 3 – ყირგიზეთის. ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან […]
ოზურგეთის საკრებულოში ოცნებასა და ოპოზიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი მაშინ დაიწყო, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ნაცემი და ნაწამები მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქართული ოცნების წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. ადგილზე მივიდა პოლიციაც. “აქ მოსული ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად, რომ გვეჩვენებინა იმ დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები, რომელზეც ძალადობს რუსული ხელისუფლება. იგივე ხდება აქ, […]
გრიგოლ გეგელია – ეს რეჟიმი არის შოკში და ფართხალებს

როცა საპარლამენტო რესპუბლიკას უდგას კრიზისი, ის ატარებს ახალ არჩევნებს. არჩევნები არის ადამიანებს შორის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევის უებარი წამალი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ამას რაც უფრო ადრე გააკეთებს, მით უკეთესი ქვეყნისთვის. „ეს […]
ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოვიდის გამო დსთ-ს სამიტში ვერ მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, არ დაესწრება დსთ-ს არაფორმალურ სამიტს, რომელიც რუსეთში გაიმართება. “23 და 24 დეკემბერს ვიმყოფებოდი იზოლაციაში და სახლიდან ვიმუშავე. 25 დეკემბერს დიაგნოზი უარყოფითია და ჩვეულ სამუშაო გრაფიკს ვუბრუნდები. თუმცა, ჩემს კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ, არ მივიღებ მონაწილეობას დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში, რომელიც დღეს პეტერბურგში გაიმართება,” – წერს ფაშინიანი […]
ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება იყო

ოპოზიციონერ დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილს სურდა მერისთვის, ავთანდილ თალაკვაძისთვის, გადაეცა თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები – დაპირისპირება ამ ქმედებას მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატს დაცვის სამსახურის თანამშრომლები გადაეღობნენ და ფოტოები გამოსტაცეს ხელიდან. „TV პირველის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თქვა, რომ მის ოპერატორს პანღური ამოარტყეს. ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაუპირისპირდა […]