რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო განვითარდება ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა. „პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველოსთან ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. […]

„ნაპოლი“ კვარაცხელიას წასვლას იმ პირობით დათანხმდება, თუ ის კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს – მედია

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და „პარი სენ ჟერმენისგან“ ბევრი გარიგებაა მოსალოდნელი. შემადგენლობის გასაძლიერებლად კლუბის მრჩეველი ლუის კამპოსი და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აქტიურად მუშაობენ. პარიზელებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი აქტუალობას არ კარგავს – ინფორმაციას psgpost-ი ავრცელებს. „სატრანსფერო ბაზარზე პსჟ-ისთვის პრიორიტეტი ფლანგის მოთამაშეების მიწვევა იქნება. ზაფხულში გუნდის სამიზნეში იყვნენ და რჩებიან „ლიონის“ შემტევი ნახევარმცველი რაიან ჩერკი და […]

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს სხდომის დაწყებამდე ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს სხდომის დაწყებამდე ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მათ ადგილზე თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს. ოპოზიციის პერფორმანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „იმის პარალელურად, როცა ათობით ადამიანი დაასახიჩრეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, ქუჩებში მოუწყვეს რეპრესიები, ამის ფონზე დღეს ოზურგეთის საკრებულო და ავთანდილ თალაკვაძე აქ, […]

საია – აქციებისას დაკავებული პირების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია განამტკიცებს ფაქტს, რომ მათ მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს

რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული. საია-ს ცნობით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პროტესტს, […]

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულმა თეიმურაზ ჯანაშიამ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი სასამართლოს მიმართ უნდობლობა და საქმის პოლიტიზებაა. ბასილაიას თქმით, ჯანაშია საკუთარ პოზიციას საბოლოო სიტყვაში დააფიქსირებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ასევე ჩვენება უნდა მიეცა, მისმა ადვოკატმა […]

თურქეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს – ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას

ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალოც წერილში. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ ყაველაშვილის უფლებამოსილების ვადებში, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება. „პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას […]

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal-ის სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, უკანასკნელად მისი კვალი ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან დააფიქსირეს. Sky news-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ავარიას 6 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა. Flightradar24-ის […]

თავდაცვის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, – სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. “თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი დაიღუპა

მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი ზიადინ არაზის ძე მამედოვი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ” თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა […]

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, სასამართლოს ჩვენებას თემურ ჯანაშია მისცემს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თავად ბრალდებული ჯანაშია მისცემს ჩვენებას. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, დარბაზში იმყოფება ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშიაც. დღევანდელ პროცესზე დაცვის […]