ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. „დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. წლების სვლასთან ერთად, კიდევ […]
ბრუკლინის რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა,სადაც ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის წევრები მიიწვია

16 დეკემბერს, ნიუ-იორკში, და საზეიმო მიღება გამართა, სადაც პრეზიდენტ ტრამპს და რესპუბლიკური პარტიის სენატორებს და ასამბლეის წევრებს გამარჯვება მიულოცეს. წვეულება ბრუკლინის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა რიჩარდ ბარსამიანმა (Richard Barsamiაn) და ნიუ-იორკის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ედ კოქსმა (Ed Cox) გახსნეს. მიღებაზე სიტყვით გამოვიდენ ნიუ-იორკის შტატის სენატორი, მარტი გოლდენი(Marty Golden), ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი კურტის სლივა(Curtis Sliwa), […]
მძღოლს არ გამოუთქვამს ეჭვი, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ დაეზიანებინათ – შსს PACE-ს მანქანის დაზიანებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშში ასახულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს PACE-ს სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს. შსს 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ავტომობილის მძღოლს იმ დროს – როდესაც ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, – „არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ […]
ერდოღანი ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. სრულად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადებში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ […]
გურამ მაჭარაშვილი: რატომ უნდა დავუჯეროთ Human Right Watch -ს, როცა ოპოზიციისათვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაცია ეუთო/ოდირი

გურამ მაჭარაშვილი: რატომ უნდა დავუჯეროთ Human Right Watch -ს, როცა ოპოზიციისათვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაცია ეუთო/ოდირი ამ აქციებს მორალური მხარდამჭერი არ ჰყავს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Right Watch -ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე გააკეთა კომენტარი. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ძალიან […]
დავით ქართველიშვილი: ქუჩაში უკვე არა “თეორეტიკოსი”, არამედ პრაქტიკოსი ლიბერალ-ფაშისტები დადიან. “მშვიდობიანი” საპროტესტო აქცია თავის ყველაზე დაუნდობელ და სისხლიან ფაზაში შევიდა

დავით ქართველიშვილი: ქუჩაში უკვე არა “თეორეტიკოსი”, არამედ პრაქტიკოსი ლიბერალ-ფაშისტები დადიან. “მშვიდობიანი” საპროტესტო აქცია თავის ყველაზე დაუნდობელ და სისხლიან ფაზაში შევიდა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “ხუმრობისა და “ტოლერანტობის” თამაშები დასრულდა – წესიერი, ნორმალური მოზარდი დღეს სიკვდილს ებრძვის საკუთარი შეხედულებების გამო!!”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ 16 წლის მოზარდი […]
ნახეთ ლაშა ბექაურის ვიდეო ლომის ბოკვერთან ერთად – „ბასლაინში მიდის ნაჩუქარი პორშეთი და გვერდზე უზის ლომის ბოკვერი… თავი ვინ გგონიათ მართლა?“

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებულმა ვიდეომ მწვავე კრიტიკა გამოიწვია. „ბუბუ“ – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ჩემპიონმა საკუთარ „ტიკ ტოკ“ პლატფორმასა და „ინსტაგრამზე“ ვიდეო, რომელშიც ჭავჭავაძის გამზირზე ლომის ბოკვერთან ერთად ე.წ ბასლაინზე გადაადგილდება. მოქალაქეები დაინტერესდნენ, რატომ მოძრაობს ძიუდოისტი ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლში, ცალკე ინტერესის საგანი გახდა – ლომის ბოკვერი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში […]
პრემიერ ლიგის გუნდების სია კიდევ გაიზრდება? – ჩაკვეტაძის დამატებით სამი კლუბი ინტერესდება, “უოტფორდის” ცნობილმა ფანმა კი ქართველის შესახებ ისაუბრა

Football League World-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით სამი პრემიერ ლიგის კლუბი ვულვზი, “ევერტონი” და “ლესტერი” ინტერესდება. გამოცემის ცნობით, ჩვენებურის ამჟამინდელ კლუბს გიორგის გაშვება არ სურს, თუმცა თუ გარიგება შედგება, მას 20 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ შეელევა. ზემოთ აღნიშნული წყარო წერს იმასაც, რომ არაა გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ქართველის დამატების […]
სერგო ჩიხლაძე – ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი გაზაფხულს არ გადაშორდება

პროტესტი გაგრძელდება, პროტესტი არ შეწყდება არც 29 დეკემბერს, არც 30 დეკემბერს და არც 1-ელ იანვარს – გარდაუვალი ფაქტია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი გაზაფხულს არ გადაშორდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარების წესების შესახებ დოკუმენტი წინასწარ […]
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო – მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა

აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. „დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. თვითმფრინავის ბორტზე 72 ადამიანი, მათ შორის 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც […]