პოლონელებს სთხოვეს, დღესასწაულებზე არ იჩხუბონ

პოლონეთში დაიწყო რეკლამების ჩვენება, რომელიც მოუწოდებს ხალხს არ იჩხუბონ საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. სოციალურ რგოლებს სასარგებლო რჩევებით აჩვენებენ მატარებლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევის მიხედვით, პოლონელების თითქმის 38%-ს ჰყავს ნათესავები, რომლებსაც საპირისპირო მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკა ან ოჯახური ღირებულებები.

ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა

წამყვანმა და პროდუსერმა ნანუკა ჟოჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. “მეგობრებო, ვადასტურებ, რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი. არ ავხსნი, როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში. როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები. ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის […]

რატომ უნდა გქონდეს სამზარეულოში ბლენდერი

ბლენდერი სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საჭირო მოწყობილობაა. მისი გამოყენება, ყოველდღიურად, კერძების მომზადების პროცესს ამარტივებს. ბლენდერების დიდი არჩევანი საშუალებას გაძლევს იპოვო ის მოდელი, რომელიც შენს საჭიროებებს და პრიორიტეტებს შეესაბამება. რატომ უნდა გქონდეს სახლში ბლენდერი? ბლენდერის ქონა სამზარეულოში არა მხოლოდ დროის დაზოგვაში დაგეხმარება, არამედ ის მრავალფეროვანი კერძებისა და სასმელების მომზადების შესაძლებლობასაც გაძლევს. მისი მთავარი უპირატესობებია: · […]

რუსული მედია – ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია

ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელზე, სერგეი მენიაილოზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება და ხანძარი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა გამოიწვია“, – წერს მენიაილო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე. მანამდე მენიაილო აცხადებდა, რომ ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლის“ ზედა სართულზე […]

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მასირებული შეტევისას 184 რაკეტა და დრონი გამოიყენა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღევანდელი მასირებული შეტევისას, რომლის სამიზნე ენერგოობიექტები იყო, გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 78 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო-მართვადი, და 106 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 59 რაკეტა და 54 დრონი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევა იყო ხარკოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჟიტომირის, ივანო-ფრანკოვსკის და […]

ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი გაბუნიას გადაყენებას ითხოვს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი გაბუნიას არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. თანადირექტორის გიორგი ქურდაძის მოთხოვნა საჯარო რეესტრში 24 დეკელმბერს, დილას შევიდა. 2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობთ „მთავარი არხის“ წილები ასეა გადანაწილებული: სოფო ლილუაშვილი (ნიკა გვარამიას ცოლი) – 12%; მარი ანა რურუა – 2,5%; გიორგი რურუა – 2,5%; ნიკოლოზ სისაური – 3%; […]

რუსეთის სასამართლომ ნებართვა გასცა პუტინის მოწინააღმდეგე შამანის ზოგადი ტიპის კლინიკაში გადაყვანაზე

რუსეთში უსურიისკის რაიონულმა სასამართლომ პუტინის მოწინააღმდეგე შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის ფორმა შეუცვალა ზოგადი ტიპის სტაციონარში მკურნალობით. ამ ცნობას ავრცელებს გაბიშევის დამცველი ალექსეი პრიანიშნიკოვი. ადვოკატის თქმით, სასამართლოს არ დაუკონკრეტებია, სად მდებარეობს ზოგადი ტიპის სტაციონარი, თუმცა გაბიშევი ამჟამად იმყოფება უსურიისკის რაიონში, სადაც ასეთი საავადმყოფო მოქმედებს და შამანს იქ განათავსებენ. “საერთო ჯამში, ზოგადი ტიპის […]

“”მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე”- სად იწყებს მუშაობას ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა “სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა – ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმ ტაიმთან“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა. მისი განცხადებით, ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა. ნანუკა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ აწარმოებს. “ახალ სეზონზე, გადაცემა “მთავარ არხზე“ , სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ […]

რომის პაპი – დაე, ომისგან განადგურებულ უკრაინაში იარაღის ხმა შეწყდეს

დაე, ომისგან განადგურებულ უკრაინაში იარაღის ხმა შეწყდეს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ ტრადიციულ საშობაო მიმართვისას განაცხადა. საშობაო მიმართვისას რომის პაპმა „მოლაპარაკებების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობის“ იმედი გამოთქვა. „დაე, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებების, დიალოგისა და შეხვედრების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობა იყოს“, – განაცხადა რომის პაპმა.

,,წინა დღეს სტატუსი დადო იმ გარეწარმა მაინც მოვკლავო” – თბილისში, 16 წლის ბიჭის დაჭრის დეტალები

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა თბილისში დაჭრილი 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აღენიშნება რამდენიმე ჭრილობა, თუმცა ყველაზე მძიმე, კისრის მიდამოში მოყენებული დაზიანებაა, საიდანაც მოზარდმა ბევრი სისხლი დაკარგა. დაჭრილი გიორგი ბლიაძეა, რომლის დედაც ვარაუდობს, რომ მისი შვილი ნეონაცისტური დაჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მათ მისი მოკვლა წინასწარ ჰქონდათ […]