შარაშიძე: პრეზიდენტის გადასაწყვეტია, სასახლეში დარჩება თუ არა, არ ვემხრობით დაპირისპირებას

გახარია საქართველოსთვის წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასახლეში დარჩება თუ არა, მისი გადასაწყვეტია და მათი პარტია ფიზიკური დაპირისპირების მომხრე არაა. მისი თქმით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენა შესაძლებელია და უკანონობას უკანონობით არ უნდა უპასუხონ. ამასთან, შარაშიძე ამბობს, რომ შედეგების მიღწევა ქართველი ხალხის პროტესტითაა შესაძლებელი და თუ ეს პროტესტი რუსთაველიდან […]

ზოოპარკს გადაეცა ბოკვერი, რომელთან ერთადაც ლაშა ბექაური სეირნობდა

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლომის ბოკვერი, რომელთან ერთადაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა ბექაური თბილისის ქუჩებში მანქანით სეირნობდა, ზოოპარკს გადაეცა. ზურაბ გურიელიძის თქმით, ბოკვერი 26 დეკემბერს, დილით, ლაშა ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიიყვანეს ზოოპარკში: “ამ წუთასაც ჩემთან არის ბოკვერი. საიდან მოხვდა ის ლაშა ბექაურთან და რა გზით, ამ […]

ფიქრია ჩიხრაძე – „ქართულ ოცნებას“ სურდა გაეგრძელებინათ ფულის კეთება, „გრიალი“, ქვეყნის კურსი შეეცვალა, მაგრამ სხვა აბრა დაეკიდებინა და ამით ფონს გასულიყო – ეს ვეღარ ხერხდება და ვხედავთ ნერვულ გამოვლინებებს

ყველა მითი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, დაიმსხვრა – სურდათ, ქვეყნის კურსი შეეცვალათ, მაგრამ სხვა აბრა დაეკიდებინათ და ამით ფონს გასულიყვნენ, მაგრამ როდესაც ეს ვეღარ ხერხდება და მათ პერსონალურ პრობლემებამდე დავიდა, ვხედავთ ნერვულ გამოვლინებებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. გარდა ამისა, ჩიხრაძის თქმით, როდესაც […]

რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5%-ით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა – რომან გოცირიძე

რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5%-ით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა – რომან გოცირიძე ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა $124 მილიონი დოლარი შეისყიდა. ირაკლი კობახიძემ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების დასაჭერად სებ-მა დეკემბერში მცირე მასშტაბის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აღარ აქვს თავისუფლება […]

გერმანული გრანდი და პრემიერ ლიგის კლუბი – მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა

Foot Mercato უახლეს ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა. ბოლო დღეებია ჩვენებურის “გალათასარაიში” ტრანსფერზე აქტიურად იწერება, ახლა კი ზემოთ აღნიშნული წყაროს გვამცნობს, რომ ქართველის მიმართ სერიოზულ ინტერესს “ლევერკუზენი” და “ევერტონიც” იჩენენ. Foot Mercato წერს იმასაც, რომ “ლიონის” დატოვება არც თავად ფეხბურთელს სურს და მიქაუტაძესთან გაშორება არც […]

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე გდგ დამტკიცდა

2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას. ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია […]

შალვა პაპუაშვილი – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია თველოს პარლამენტში, 29 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტში, 29 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. მისივე თქმით, ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები. „29 დეკემბერს, კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად ცერემონია პარლამენტის სასახლეში იმართება. კერძოდ, სხდომათა დარბაზში. […]

შალვა პაპუაშვილი – თუ პირდაპირი გაგებით ვიხილავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან დაცინვის გარდა არაფერი მოჰყვება

თუ პირდაპირი გაგებით ვიხილავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან დაცინვის გარდა არაფერი მოჰყვება, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა. მისი ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი და მისი მრჩეველი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამენ. „ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული. არ ვიცი, საზოგადოებას გვექნება […]

სალომე ზურაბიშვილი – არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია

პროტესტი საქართველოში: არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საპროტესტო აქციები ერთთვიან ნიშნულს უახლოვდება, მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, დღეს თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები საპროტესტო მარშს გეგმავენ.

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს რაც შეეხება, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში – ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას

რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არდათოხვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში – ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე შეფასებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების შესახებ აქტის გამოცემას ურჩევს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „იურისპრუდენციის […]