მარია ზახაროვა – რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს

რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ეს რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთდა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით არის გამოწვეული. აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების […]

ბალტიის ზღვაში, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელი გაწყდა

ბალტიის ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს ერთმანეთს აკავშირებს, გაწყდა. როგორც ფინეთის პრემირ-მინისტრი, პეტერ ორპო აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. როგორც პეტერ ორპო X-ზე წერს, Estlink-2 კაბელი 25 დეკემბერს დაზიანდა და ელექტროენერგიის გადაცემა შეწყვიტა. მისივე თქმით, შემთხვევის გამო ფინეთში ელექტრომომარაგებას პრობლემა არ შეექმნება. ცნობისთვის, გასულ თვეში ასევე გაწყდა ორი სატელეკომუნიკაციო კაბელი ბალტიის ზღვაში, […]

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადასცემს

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თავშესაფრების მშენებლობისთვის და ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის დამატებითი დახმარების გაწევისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შობის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური […]

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება – პელე 2 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

პელეს გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა, 2022 წლის ბოლოს ლეგენდამ დაგვასევდიანა… “აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება” – წერდა ტიციან ტაბიძე. ყველანი რაღაცას ვცდილობთ, გვინდა ჩვენი შრომა ისტორიას და შთამომავლებს შემორჩეს, თუმცა, როგორია, იყო იმდენად დიდი, რომ საზომი გახდე მათთვისაც, ვისაც შენს დროში არც კი უცხოვრია. პელე ასეთი იყო – მეტრი […]

ვალერი ჩეჩელაშვილი – შეიძლება მაკრონსა და ივანიშვილს შორის მეორე ზარი საერთოდაც არ შედგეს, რადგან არანაირი ნიშანწყალი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ რაღაც კონსენსუსზე არის წამსვლელი – თუ მეორე ზარი მაინც შედგა, იქნება გაცილებით ხისტი

შეიძლება მაკრონსა და ივანიშვილს შორის მეორე ზარი საერთოდაც არ შედგეს, იმიტომ, რომ პირველი ზარის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ხისტდება, არანაირი ნიშანწყალი არ არის იმისა, რომ რაღაც კონსენსუსზე არის წამსვლელი – თუ ეს ზარი მაინც შედგა, ვფიქრობ, საუბარი იქნება გაცილებით უფრო ხისტი და შეიძლება, რაღაც ულტიმატუმის სახეც კი მიიღოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ […]

შალვა პაპუაშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე – ეს დღეც დაგვიდგა – დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის „ნამესტნიკების“ დანიშვნაზე

ეს დღეც დაგვიდგა – დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის „ნამესტნიკების“ დანიშვნაზე, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას, რომ „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“. პაპუაშვილი აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ცნობისთვის, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების […]

პარლამენტში ჩუმად შეიპარებიან და გალა კონცერტს გამართავენ – ხაბეიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციაზე

“გალა კონცერტი” – ასე აფასებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რუსული ხელისუფლება სულ იზოლაციაშია და ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მათ მათივე მომხრე პარტნიორებიც კი აღარ აღიარებენ. სრული იზოლაცია აქვს რუსული ოცნების ხელისუფლებას და პრეზიდენტს. ვხედავთ, რომ მათი პარტნიორებიც კი არ აღიარებენ. ისინი რასაც ინაუგურაციას ეძახიან, ეგ არის […]

“მოსკოვი ელის, რომ სოხუმი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მოელის, რომ აფხაზეთი შეასრულებს სამოკავშირეო ვალდებულებებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე რუსული ინვესტიციებისთვის პირობებს შექმნის. “აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობებში იგულისხმება ორმხრივი ვალდებულებების ბალანსი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმიც გაივლის თავის ნაწილს აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, აუცილებელია რუსული ინვესტიციებისთვის პირობების შექმნა […]

აფხაზეთის სახალხო პარტია დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად თავის ლიდერს წარადგენს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უძველესი სახალხო პარტია 15 თებერვალს დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის, ყოფილი ვიცე-პრემიერის, შამილ აძინბას წარდგენას აპირებს. ამის შესახებ TASS-ს აფხაზური პარტიის პოლიტსაბჭომ განუცხადა. “26 დეკემბერს სოხუმში გაიმართება აფხაზეთის სახალხო პარტიის ყრილობა, რომელზეც რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობას განიხილავენ. პარტიის თავმჯდომარე, შამილ აძინბა დასახელდება საპრეზიდენტო […]

სამხრეთ კორეელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტზე შუამდგომლობა შეიტანეს

სამხრეთ კორეელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტზე შუამდგომლობა შეიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰან დაკ სუმ უარი განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე, რომლებიც მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ წარადგინა. ოპოზიციამ მოქმედი პრეზიდენტი ასევე დაადანაშაულა 3 დეკემბერს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების […]