დოლიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ახალგაზრდა კაცი

26 დეკემბერს დილის საათებში სროლა იყო დოლიძის ქუჩის 41 ნომერში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას დაჭრილია ახალგაზრდა კაცი და ის კლინიკაშია გადაყვანილი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სროლა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი ქუჩაში საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადასაყრელად იყო გასული. მას ავტომობილიდან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ მომხდრ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და […]
“გავუფრთხილდეთ ხალხს! რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს!” – გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია: პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი […]
აჩიკო მეფარიძე ლელა ჯუღელს არა მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა – პროკურორი

მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დღეს, სავარაუდოდ, მოსამართლე ლელა შკუბულიანი განაჩენს გამოიტანს და გადაწყვეტს, გაუშვებს თუ არა ციხეში ცნობილს ქართველ მომღერალს. ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, აჩიკო მეფარიძის საქმის პროკურორის, თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, მეფარიძე დაზარალებულ ქალს – ლელა ჯუღელს არა მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ სიცოცხლის […]
8 წელი და 3.3 მილიონი – ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ისევ დაუსრულებელია

ვარკეთილის მეტროს კაპიტალურ შეკეთებაში 8 წელი და 3.3 მილიონი ლარი დაიხარჯა , თუმცა რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა და ბოლო ვადამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე გადაიწია. ვარკეთილის სადგურთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები “ფლანგვის დეტექტორმა” მიმოიხილა. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, სამუშოების შემსრულებელი კი კომპანია „შპს ყვარელრემმშენი“ იყო. სადგურის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა, თუმცა მალევე […]
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. უწყების ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო […]
“მოდაა ასეთი” – რატომ დატოვა უსამსახუროდ 100–ზე მეტი პირი წინასაახალწლოდ “საქნახშირმა”

შპს საქნახშირმა ასზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე წინასაახალწლოდ დატოვა – როგორც ყოფილი მეშახტეები “პირველებთან” ინტერვიუში ყვებიან, ზემდგომები სოციალურ ქსელში ევროკავშირის მხარდამჭერი სტატუსების გამოქვეყნების უფლებას არ აძლევდნენ. გიორგი აბულაძე აცხადებს, რომ მას კონკრეტული პირები მიუგზავნეს, რომლებიც ემუქრებოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოციალური ქსელიდან “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულ განცხადებებს არ აიღებდა, მაშინ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. “აგიტაციისთვის ბეჟან წაქაძე […]
“რატომ ჩავარდა “იმედის” რუხაძე პანიკაში?” – რას წერს რომან გოცირიძე

რატომ ჩავარდა “იმედის” რუხაძე პანიკაში და რატომ გაამჟღავნა კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრაზე გამოთქმული მისი კრიტიკული მოსაზრებები? იმიტომ, რომ სანქციები უახლოვდება და თავის დაძვრენა უნდა. ვერ დაიძვრენს. ცოტა ხნის წინ, როცა ევროკავშირმა სანქციების მე-15 პაკეტი დააწესა, მოხდა პირველი პრეცედენტი-დასანქცირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ( ნიდერლანდების) მოქალაქე და მისი კომპანია, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობისათვის დაწესებულ შეზღუდვებს არღვევდა. ირაკლი რუხაძეს […]
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარს დაარტყა

26 დეკემბერს რუსეთის არმიამ დაარტყა უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაწარს; წინასწარი ინფორმაციით რვა ადამიანი დაშავდა. როგორც სამაშველო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებიან, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო ნაგებობები. უკრაინსკაია პრავდა იმოწმებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის ნათქვამს, რომ სამი დაშავებული, 39, 63 და 64 წლის ქალები “მძიმე”, მდგომარეობაში არიან, დანარჩენები საშუალო […]
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „არასასურველ თანამშრომლებს“ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა

ცენტრი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს და ძირითადი დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ არასრულწლოვნებთან მუშაობა, დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ანა ენდელაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ ცენტრში დაახლოებით ოთხი თვის წინ დასაქმდა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მაშინ მან ხანგრძლივი თანამშრომლობის პირობა მიიღო და […]
დაპირისპირება პროფკავშირში – დაშავებულია სამი ახალგაზრდა, რას ამბობს პროფკავშირი?

დაპირისპირება იყო გაერთიანებული პროფკავშირების შენობის შესასველში. დაშავებულია სამი ახალგაზრდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის „ლაბორის“ წევრები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაქირავებული დაცვის წევრები. თამილა გაბაიძე „ლაბორის“ იურისტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 26 დეკემბერს, დილის 11 საათისთვის, გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში დაგეგმილი იყო გამგეობის სხდომა, სადაც უნდა […]