კურორტ საირმეს თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ცუდი დეკემბერი აქვს, ანალოგიური სიტუაციაა ბაკურიანშიც – Ka Group (bm.ge)

სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ტურისტული ჯავშნები რეგიონებშიც უქმდება. კომპანია “კა ჯგუფში“, რომელიც თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს მართავს, აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ზამთრის კურორტებიდან ყველაზე ნეგატიურად საირმესა და ბაკურიანზე აისახა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ BMG-ის განუცხადა, აქტიურად უქმდება კორპორაციული ღონისძიებები, ასევე ტურისტული ჯავშნები მეზობელი ქვეყნებიდან. „კურორტი საირმე ქართველი დამსვენებლებით […]

თურქეთის საზღვრამდე 7.6-კილომეტრიანი გვირაბისა და გზის მშენებლობა ₾620 მლნ დაჯდება (bm.ge)

საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც 7.6 კილომეტრის სიგრძის ახალი გვირაბის მშენებლობას და მდინარე ჭოროხზე 1,471 მეტრის სიგრძის ხიდის აგებას. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით შენდება და მისი დასრულება 2028 წელს იგეგმება და მასზე მთლიანობაში 620 მილიონი ლარი ($225 მილიონი) უნდა […]

პირს, რომელმაც გარდაბანში დას ავტომობილი დააჯახა შემდეგ კი, დანით დაზიანებები მიაყენა, მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, მომხდარის შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, სასამართლომ კი ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. […]

გიორგი გახარია – პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს

პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს და სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. გახარია აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ კონკრეტული თარიღის დროულად გამოცხადებას მოითხოვს. […]

რეპრესიები მერიაში – გათავისუფლება მიზეზით – “სხვა გარემოება”

თბილისის მერიიდან ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს. გიგა სოფრომაძეს, რომელიც დედაქალაქის მერიაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, წერილობით აცნობეს, რომ მერიის თანამშრომელი აღარ არის. სამსახურიდან გამათავისუფლეს 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს… რა უნდა […]

“თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე შემოერთება სიმამაცის ნიშანია” – გიორგი ჩუგოშვილი Freebusiness-ზე

“თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე შემოერთება სიმამაცის ნიშანია!” – ამის შესახებ პლატფორმა FreeBusiness-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი წერს. ჩუგოშვილის “პოსტს” BM.GE სრულად გთავაზობთ. “თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე შემოერთება სიმამაცის ნიშანია! ასევე იმის ნიშანია, რომ მათი დამფუძნებლები იაზრებენ, რომ პოლიტიკისა და იზოლაციის გამო ეკონომიკასა და მოსახლეობას ემუქრება დიდი საფრთხე, იქნება ეს რეცესია, პირველ რიგში მცირე და საშუალო […]

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. მათივე ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ […]

რუსებმა ნიკოპოლში ცენტრალურ ბაზარს დაარტყეს, დაშავებულია 8 ადამიანი

რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 8 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დაშავებული 8 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი – მძიმე.

სერგეი ლავროვი – აშშ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებზე ზეწოლას გააგრძელებს

აშშ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებზე ზეწოლას გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „მუქარა ტარიფების გაზრდისა და მათი დასჯის შესახებ, ვინც დოლარს არ გამოიყენებს, ჩვენ არ გვაკვირვებს. კონკურენტებზე ზეწოლა და ცალმხრივი სარგებლის მიღება აშშ-ის პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა და ეს ახალი არ არის. სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა დიდი ხანია რაც […]

“ჩემს ძმას, სანდრო მამუკელაშვილს, საუკეთესო სურვილებით” – ვინისიუს ჟუნიორმა ქართველ კალათბურთელს მაისური აჩუქა [PHOTO]

გუშინ, 25 დეკემბერს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საშობაო მატჩები გაიმართა. “ნიუ იორკ ნიქსმა” “სან ანტონიო სპურსი” დაძაბულ ბრძოლაში 117:114 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრას კი მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი დაესწრო. როგორც ჩანს, ბრაზილიელმა “ტეხასელთა” ქართველ კალათბურთელს სანდრო მამუკელაშვილს მატჩის შემდეგ საკუთარი მაისური გადასცა. “ჩემს ძმას, სანდრო მამუკელაშვილს, საუკეთესო სურვილებით”, – წერია მაისურზე, რომელიც ვინისიუსმა მამუკელაშვილს აჩუქა. გუშინდელ […]