ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა აქციებზე ნაცემი პირების ფოტოების გამოფენას

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია ფრაქცია „ახალის“ წევრების პროტესტმა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომაზე პროევროპულ აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინეს წარწერით: „ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს“, „გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები“. ფრაქცია „ახლის“ თავმჯდომარე თემურ ბასილაიას თქმით, მაშინ, როცა აქციაზე მყოფ ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ყველაფერს […]
სუს: ნიქოზთან ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. “ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა […]
“პირიქითა ჯენზებო, ამაზე იფიქრეთ” – იაკობ ჯანგავაძე

ვახ! საშინელება ისაა, რაც ამ ახალგაზრდებს დამართეს. ჩემი ასაკის ბიჭები რომ ზონდერობენ, ქალს, კაცს, ბავშვს ურტყამენ, დარბიან ქუჩებში და ხალხს უსაფრთებიან, ტიტუშკის ნიღაბს ჩამოიცვამენ და გარეთ ეგრე გამოდიან, მერე როცა ნიღაბს ჩამოხსნიან, მისი კლასელები და ბავშვობის მეგობრები აგინებენ. ესენი ფბ-ს აუქმებენ. მაგრამ მაგის მერე არც სადმე დაპატიჟებენ, არც ვინმე გაეკარება და არც მასთან “შეყვარებულობა” მოუნდებათ. […]
ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი

ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი. ეკლესია-მონასტრების, ციხე-ქალაქებისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ფოტოები მნიშვნელოვანი ვიზუალური წყაროა სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესასწავლად. ფოტოებს შორისაა […]
SAF-ის წარმოება ნელა იზრდება – IATA

2024 წელს მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) წარმოებამ 1 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია. მაგრამ, პროგნოზების მიხედვით, მოცულობა 1,5 მილიონი ტონა უნდა ყოფილიყო, აღნიშნავს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA). ”SAF-ის მოცულობა იზრდება, მაგრამ არასანუგეშოდ ნელა. ნავთობკომპანიები აგრძელებენ სუბსიდიების მიღებას ბუნებრივი რესურსების ძიებისა და წარმოებისთვის. ხოლო ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ეკოლოგიურ საწვავში, […]
პროკურორი – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანება აღენიშნება არა არჩილ მეფარიძეს, არამედ ლელა ჯუღელს – მოლოდინი გვაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი, როგორც მუქარის, ასევე, ძალადობის ეპიზოდში

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანება აღენიშნება არა არჩილ მეფარიძეს, არამედ დაზარალებულ ლელა ჯუღელს, – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, არჩილ მეფარიძის საქმის პროკურორმა, თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მეფარიძის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თავად არის დაზარალებული, მასზე იძალადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო არჩილ მეფარიძეს დამნაშავედ […]
საოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. სუსში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად და ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმთან “ცხელი ხაზის” […]
ზამთრის სეზონს ვხდებით 0 ჯგუფური ჯავშნით – სასტუმრო “ფალიანის” მეპატრონე

ზამთრის 2025 წლის სეზონს ვხდებით 0 ჯგუფური ჯავშნით, – ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ მეპატრონემ, ეკატერინე გველესიანმა „საქმიან დილაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უპრეცედენტოდ მძიმე მდგომარეობაშია. „ალბათ, პანდემიის პერიოდს შეიძლება შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა. არამხოლოდ ჩემს სასტუმროს, არამედ სვანეთის სხვა სასტუმროებსა და ქვეყნის მასშტაბითაც ყველა სასტუმროს პრობლემები აქვს. ჩვენს […]
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ღია წერილი საქართველოზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც იგი საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებს და აღნიშნავს, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელიც ხალხის ნებას წინ აღუდგა, ძალადობრივად ახშობს ხალხის ხმას. მინისტრის თქმით, მხოლოდ სწორედ ამ პარტიის გადასაწყვეტია ახლა, მიიღებს თუ არა ზომებს ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, რომელიც თავადვე შექმნა და დააბრუნებს თუ არა საქართველოს ევროპისა და […]
გახარია: პრეზიდენტს ლეგიტიმაციას შენობა არ აძლევს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დისკუსია იმაზე, დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში 29 დეკემბრის შემდეგ, პროტესტს აუფასურებს. „პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის […]