საოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
სუსში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად და ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმთან “ცხელი ხაზის” მეშვეობით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
დაკავებულთა ვინაობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ასაჯაროებს. ერთადერთი, რაც სუსში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისაა, რომ დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრებლები არ არიან.
სოფელი ნიქოზი ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება და აქ ხშირია მოქალაქეთა დაკავების შემთხვევები.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია