საპროტესტო აქციების მონაწილე მერიის თანამშრომელი კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა

თბილისის მერიის შტატგარეშე თანამშრომელი, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე მომუშავე გიგა სოფრომაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სოფრომაძე მერიის ის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც 28 ნოემბერს გაკეთებულ ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა და მიმდინარე სახალხო პროტესტშიც ჩართულია. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “სამსახურიდან გამათავისუფლეს. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ […]

სალაჰი რჩება – ეგვიპტელმა “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, “ლივერპულის” შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისურ გრანდთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა. ეგვიპტელი “მერსისაიდელებთან” შრომით ხელშეკრულებას, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იწურება, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგლძრივებს, რომელიც სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობის გაგრძელებას ითვალისწინებს. სალაჰმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადგურ არძინბა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის მიზნით. “დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი ადგურ არძინბას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესახებ. საინიციატივო ჯგუფს მივეცით სარეგისტრაციო მოწმობა და ხელმოწერების ფურცლები, ახლა კი მათ შეუძლიათ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება თავიანთი კანდიდატის მხარდასაჭერად,” – განუცხადა დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, […]

რა პროექტები განხორციელდა ისნის რაიონში მიმდინარე წელს?

ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი რჩეულიშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, 68 930 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი ს. დოდაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა, სანიაღვრე სისტემა და ახალი ლედ განათება მოეწყო. 6 500 კვ.მ ფართობზე […]

„ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო – შეუძლებელია, არსებული სიტუაცია ჩვენზე კარგად აისახებოდეს“ – „ზარაფხანა“

შეუძლებელია, არსებული სიტუაცია ბიზნესზე კარგად აისახებოდეს – როგორც „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, ნებისმიერი არასტაბილურობა ქვეყანაში, ბიზნესზე ცუდად აისახება. „ნებისმიერი არასტაბილურობა ქვეყანაში, მითუმეტეს ეკონომიკური, ისევე, როგორც ყველა ბიზნესზე, ჩვენზეც ცუდად აისახება. გამონაკლისები ნამდვილად არ ვართ. ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო, რომ შემოსავალი, დანახარჯები, განვითარება, საწარმოს გადაიარაღება, ხელფასების ზრდა სწორად და დროულად წარმართოს. ეს უბრალოდ […]

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. “ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს,” – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე […]

“საწყობები გავსებული გვაქვს” – “აგარის შაქრის” განცხადებით, 2024 წელი არასახარბიელო იყო

აგარის შაქრის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ნათბილაძე აცხადებს, რომ კომპანიამ წელს იზარალა და წლის ბოლოსთვის საწყობები სავსეა შაქრის მარაგებით. BM.GE-სთან საუბრისას მან ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებზე ისაუბრა და განმარტა, რომ წლის შედეგებიდან გამომდინარე კომპანია საახალწლო პრემიებს ვერ გასცემს, რადგან 2024 წელი კომპანიისთვის არასახარბიელო იყო. „საახალწლო პრემიებთან დაკავშირებით სხვადასხვა წელს განსხვავებული მიდგომა გვქონდა, წლის შედეგებიდან გამომდინარე. […]

კობახიძესთან შეხვედრაზე რუხაძისთვის სიტყვის შეწყვეტის მცდელობა იყო – გიორგი ისაკაძე

ფინანსისტი და bm.ge-ს ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე “ტვ პირველის” პრიდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ამბობს, რომ ირაკლი კობახიძს და ბიზნესმენების დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, “იმედის” დირექტორის, ირაკლი რუხაძისთვის სიტყვის შეწყვეტის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისაკაძის თქმით, რუხაძემ მაინც ყველა კითხვა დასვმა, თუმცა პასუხები არ მიუღია, ისე როგროც სხვა ბიზნესმენებს. გამომდინარე იქიდან, რომ რუხაძე “ტვ იმედის” გარდა, ბევრი […]

კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პარტნიორთა განცხადებები, სცემენ თუ არა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია, თუ არა ხალხის ნებისა და არჩევანის პატივისცემა – შალვა პაპუაშვილი

კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პარტნიორთა განცხადებები, სცემენ თუ არა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია, თუ არა ხალხის ნებისა და არჩევანის პატივისცემა – შალვა პაპუაშვილი პარტნიორებთან როდესაც გვაქვს ურთიერთობა, ისინი იმეორებენ, რომ პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, სინამდვილეში რამდენად სცემენ პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია, […]

ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა აქციებზე ნაცემი პირების ფოტოების გამოფენას

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია ფრაქცია „ახალის“ წევრების პროტესტმა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომაზე პროევროპულ აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინეს წარწერით: „ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს“, „გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები“. ფრაქცია „ახლის“ თავმჯდომარე თემურ ბასილაიას თქმით, მაშინ, როცა აქციაზე მყოფ ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ყველაფერს […]