სრულად ქალებისგან დაკომპლექტებულმა თვითმფრინავმა ირანში პირველი ფრენა შეასრულა

22 დეკემბერს ირანში, ისტორიაში პირველად შაჰიდ ჰაშემი ნეჯადის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ეკიპაჟიც და მგზავრებიც მხოლოდ ქალებით იყო დაკომპლექტებული. თვითმფრინავს ირანელი პილოტი ქალი, სახელად შაჰრზად შამსი მართავდა. ინფორმაცია ისტორიული ფაქტის შესახებ ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ IRNA-მ გაავრცელა. რეისი ირანულმა ავიაკომპანიამ ,,Aseman Airline’’-მ შეასრულა. ფრენას “Iran Banu” ეწოდა, რაც სპარსულად “ქალბატონი ირანი” ნიშნავს. ეკიპაჟის გარდა, ბორტზე […]
მთავრობა არ შედის რესტორანში, რადგან იმალებიან, ხალხს კიდევ არ აქვს ხალისი – კოტე გაბრიჩიძე

„რესტორნებში იგივე ხდება რაც ხდებოდა ერთი კვირის ან 10 დღის წინ. დაძაბული სიტუაციის გამო, ქართველ მომხმარებელს არ აქვს სურვილი, რომ რესტორანში იაროს,“ – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება უცხოელი სტუმრების ქცევას, მისი თქმით, ახლა ტურისტული სეზონი ისედაც ნაკლებად არის. „რესტორნებში იგივე ხდება რაც ხდებოდა ერთი კვირის ან 10 […]
“ამერიკული სანქციების დაწესება საქართველოსთვის საჭიროა” – ადერჰოლტი

“ამერიკული სანქციების დაწესება საქართველოსთვის საჭიროა” – ამის შესახებ კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი პლატფორმა X-ზე წერს და ჰელსინკის კომისიის განცხადებას აზიარებს. ცნობისთვის, 24 დეკემბერს ჰელსინკის კომისიამ დაწერა, რომ “ქართველები ჩართულნი არიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში. კონგრესის ორპარტიული წევრები დგანან მათ გვერდით. ახლა დროა აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიულმა ნაწილმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ […]
„მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი ვთქვით, წინა წელთან შედარებით შემოსავლები გასამმაგებული გვაქვს” – “ჯერარასდროს”

ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ჯერარასდროს“ ქართული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებლის, ვახო ჭინჭარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი თქვეს, საახალწლოდ მათი გაყიდვები გასამმაგებულია და რომ არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, შემოსავლების გახუთმაგებაც არ იქნებოდა გამორიცხული. ამის შესახებ, მან BM.GE-სთან ისაუბრა. „იმის მიუხედავად, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ, წინა წელთან […]
ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 29 დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და ითხოვენ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამასთან ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. “ჩვენი ქვეყნის პარტნიორები აცნობიერებენ, საქართველოში რაც ხდება. მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა ღირსებით უნდა წასულიყო ევროპისკენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ გაძლიერდება ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებაზე ასევე, არაფორმალურ მმართველზე. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაინიშნება […]
გიორგი ჩაკვეტაძე ორბელიანზე მომხდარზე – “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან – დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი

“ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან – დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს. როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, “მსურს გამოვეხმაურო გუშინ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს. ორი […]
კვერნაძემ “ფროზინონეში” სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი!

სერია B-ს მეცხრამეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. კვერნაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ჯერ დიდებული დრიბლინგი განახორციელა და ანგარიში გახსნა (ეს ფროზინონეში მისი სადებიუტო გოლია), ხოლო შემდეგ მისი პასით ჯუზეპე ამბროზინომ გაიტანა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 1 გოლი და 2 საგოლე […]
“საჯარო უწყებებში დაიწყო დიდი რეპრესიები – ერთ–ერთი ვარ” – რას წერს სოფო აბულაძე

მოგესალმებით ყველას საჯარო უწყებებში დაიწყო დიდი რეპრესიები და დევნა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ერთ- ერთი ვარ ვისაც შემიწყვიტეს ხელშეკრულება და მითხრეს ორი სიტყვით, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, რომ ვეღარ გავაგრძელებდი იანვრიდან შრომით ხელშეკრულებას… რეჟიმი დღეს შემეხო მე ხვალ შეგეხება შენ და ბოლოს ყველასთან მივა ამიტომ დანებების დრო არ არის
საჯარო მოხელეთა პროფკავშირი: გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და სხვების დაშინებას ისახავს მიზნად

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “კონსტიტუციის 78-ე მუხლი” თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, ეს ფაქტი მერიაში დასაქმებულთა დაშინებას ისახავს მიზნად. მათივე განცხადებით, სოფრომაძის გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღვოდა ის, რომ გიგა სოფრომაძემ 25 დეკემბერს სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციისთვის, რომლის თანათავმჯდომარე თავადაა. სოფრომაძე, ასევე არის თბილისის […]
პარლამენტთან აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. უწყვეტი აქციის 29-ე დღეს დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – ისინი აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”; “არა რუსულ რეჟიმს” – სკანდირებენ ისინი. ცნობისთვის, მოქალაქეების […]