11 თვეში ნეტო აღრიცხვის სისტემას 50.3 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურები დაემატა

2024 წლის 11 თვეში ნეტო აღრიცხვის სისტემას 50.3 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურები დაემატა. ამ დროისთვის ნეტო აღრიცხვის სისტემით 490 მომხმარებელი სარგებლობს. 2016 წლიდან ამ აღრიცხვაში ჩართული სადგურების სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელი – 30 მეგავატი 2022 წელი – 19 მეგავატი 2021 წელი – 14 მეგავატი 2020 წელი – 1.9 მეგავატი 2019 წელი – 1.4 მეგავატი […]

რკინიგზამ 8 კმ-ის გვირაბის უსაფრთხოების სისტემებისთვის $17-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა (bm.ge)

საქართველოს რკინიგზამ “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან” გააფორმა $17 მილიონის ღირებულების კონტრაქტი, რომლითაც ახალი სარკინიგზო ხაზის 8.3-კილომეტრიანი გვირაბის უსაფრთხოების სისტემით აღჭურვის პროცესი უნდა დასრულდეს. შესაბამისი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც 2011 წელს დაიწყო და ის სრულად დღემდე არაა გახსნილი. პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ 2017 წელს გაიჭრა 8.3 კილომეტრის სიგრძის […]

თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა – უილსონი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე , – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი “ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების” გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც “ვერასდროს წარმოიდგენდა”. […]

მარნეულის მერია – რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, №23-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სკვერში განხორციელებული სამუშაოები მოიცავდა როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ განახლებას. „მოეწყო დასასვენებელი სივრცე, ახალი ბილიკები და საქანელები. მოიხატა სკვერში არსებული კედელი. პროექტის ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა და სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“ — საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი

ახლადდაფუძნებული საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი ეხმაურება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, სამსახურიდან გაათავისუფლოს გიგა სოფრომაძე, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებული ყოფილიყო შშმ პირთა ინტერესები, ადაპტირებული ყოფილიყო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებისთვის. მისი გათავისუფლების ბრძანებას წინ […]

თბილისში ბათუმელების მარშია

თბილისში ბათუმელების მარშია – მსვლელობის მონაწილეები, რომელთა უმრავლესობა დედაქალაქში ზღვისპირა ქალაქიდან სპეციალურად პროტესტის გამოსახატად ჩამოვიდა, პოლიტპატიმრების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამ წუთებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ იმყოფებიან, სადაც ცოტა ხანი გაჩერდებიან და შემდეგ პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ. “მხოლოდ ივანიშვილი და მისი ბოკვერები უშლიან ქვეყანას ხელს, მიიღოს ის თავისუფლება, რომელსაც იმსახურებს, ამიტომაც ბათუმელები, […]

“ჯო უილსონის სიტყვებმა იმედი გამიჩინა” – დათა ჩაჩუა

გერმანული ენის სპეციალისტები და მე-6 სკოლელები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობი დათა ჩაჩუაც იმყოფება. როგორც მსახიობი “პირველებთან” ამბობს, ჯო უილსონის განცხადებამ იმედი გაუჩინა, რომ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი დასრულდება. აქედან სოლიდარობას ვუცხადებ რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ყველა პატიმარი გამოვიდეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. როდესაც ქვეყანაში ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა […]

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – პროტესტის 29–ე დღე თბილისში

ფოტო: IPN პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. უწყვეტი აქციის 29-ე დღეს დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – ისინი აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. ქალაქის რამდენიმე ნაწილიდან ამ წუთებშიც მიემართებიან მარშებით ადამიანები რუსთაველისკენ.

შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის გამო პუტინმა ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის გამო, რაც ქერჩის სრუტეში ტანკერიების ჩაძირვას მოჰყვა, ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კრასნოდარის ოლქში, – შესახებ იტყობინება, ანექსირებული ყირიმის მთავრობის მეთაური, სერგეი აქსიონოვი. მანამდე, ერთი დღით ადრე, 25 დეკემბერს, რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა. აქსიონოვის თქმით, მაზუთის ზღვაში ჩაღვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა სახსრები ფედერალური ბიუჯეტიდან. […]

რუსეთში 2004 წელს მოკლული ჟურნალისტის ნეშტი იპოვეს, იგი შსს-ს პოლკოვნიკმა მოკლა

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამართალდამცავებმა 2004 წელს გაუჩინარებული ჟურნალისტის, მაქსიმ მაქსიმოვის ნეშტი აღმოაჩინეს. მაქსიმ მაქსიმოვი გამომძიებელი-ჟურნალისტი იყო, რომელიც 2004 წლის 29 ივნისს გაუჩინარდა, მის გაქრობის შესახებ ცნობილი მხოლოდ 7 ივლისს გახდა, ვინაიდან მაქსიმოვი მარტო ცხოვრობდა და სამსახურში თავისუფალი გრაფიკით მუშაობდა. საქმეს პარალელურად სამართალდამცავები და ჟურნალისტები იძიებდნენ. გაუჩინარებამდე 3 კვირით ადრე მაქსიმოვმა ძველი სამსახურის […]