რუსეთმა დროებით დახურა რამდენიმე აეროპორტი

დღეს, 27 დეკემბერს, დილით რუსეთში მუშაობა შეაჩერა რამდენიმე აეროპორტმა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, „როსავიაციამ“, გადაწყვეტილება ზოგადი მიზეზით, „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ ახსნა. როგორც წესი, რუსეთი აეროპორტების მუშაობას აჩერებს უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ან შეტევის საფრთხის დროს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დილიდან თვითმფრინავების მიღება და გამგზავრება დროებით შეწყვიტეს ვოლგოგრადის, ასტრახანის, […]
რატომ უნდა იტრიალოს წრეზე ქვეყანამ? ყველა მთავრობამ ერთი და იგივე როდემდე უნდა აკეთოს? – ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი

და რატომ უნდა იტრიალოს წრეზე ქვეყანამ თავისი არსებობის მანძილზე? ყველა მთავრობამ ერთი და იგივე როდემდე უნდა აკეთოს?, – ამის შესახებ ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მას და საზოგადოებას “ოცნების” მთავრობასთან ბევრი პრეტენზია აქვს. “რატომ უნდა იყოს 15-20 წელი ქვეყანაში ერთმმართველობა, ბელადობა? როდემდე უნდა ვედგეთ ჯიბრში წინა მთავრობებს და რატომ არ უნდა აკეთოს […]
დაზიანებული ენერგეტიკული კაბელის EstLink 2–ის რემონტი 2025 წლის აგვისტომდე გაგრძელდება

ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული კაბელის EstLink 2–ის რემონტი 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება ფინური ოპერატორის Fingrid-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მან 26 დეკემბერს Nord Pool-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. საინფორმაციო შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ EstLink 2-ის სარემონტო სამუშაოები დაუგეგმავია და გაგრძელდება შვიდ თვეზე მეტხანს – 2024 წლის 25 დეკემბრიდან 2025 წლის […]
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს – ცესკო

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს – ცესკო კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, […]
საპენსიო სააგენტო დირექტორს ეძებს – ხელფასი 14 500 ლარია

საპენსიო სააგენტო ახალ დირექტორს ეძებს, რისთვისაც უწყებამ შესაბამის პლატფორმაზე განაცხადი უკვე განათავსა. სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. „2024 წლის ივნისში “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და […]
,,საგადასახადო ტვირთის დასაბალანსებლად 2025 წელს საჭირო იქნება თამბაქოზე საცალო ფასების გაცილებით უფრო მეტი, სავარაუდოდ 40-50 თეთრით ზრდა’’- JTI

,,ქართული ოცნების’’ გადაწყვეტილებით სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს აქციზის გადასახადი იზრდება. გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში 15 თეთრით, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრით ერთ კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა პროდუქტს გააძვირებს. მომხმარებლებს 2025 წლიდან სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოში მეტის გადახდა მოუწევთ. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა სავარაუდოდ, რამდენი ეღირება გაძვირებული სიგარეტი? ჩვენ კითხვებით Japan Tobacco International-ის წარმომადგენლობას მივმართეთ. კორპორაციული […]
ზამთრის სეზონს ვხდებით 0 ჯგუფური ჯავშნით – სასტუმრო „ფალიანის“ მეპატრონე (bm.ge)

ზამთრის 2025 წლის სეზონს ვხდებით 0 ჯგუფური ჯავშნით, – ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ მეპატრონემ, ეკატერინე გველესიანმა „საქმიან დილაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უპრეცედენტოდ მძიმე მდგომარეობაშია. „ალბათ, პანდემიის პერიოდს შეიძლება შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა. არამხოლოდ ჩემს სასტუმროს, არამედ სვანეთის სხვა სასტუმროებსა და ქვეყნის მასშტაბითაც ყველა სასტუმროს პრობლემები აქვს. ჩვენს […]
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, შალვა პაპუაშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს თანადგომა გამოუცხადა. ცნობისთვის, 25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. […]
ISW – ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პუტინმა პირდაპირ უარყო ტრამპის გუნდის წინადადება, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმუმ ათი წლით გადადება იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 დეკემბერს, აშშ-ის […]
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2024 წელს, სამართალდარღვევის 721 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს, 721 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1125 კუბური მეტრი […]