სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებას ამჯერად სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს. „სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებს […]
ბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო – “ჰიტმა” “მეჯიქი” ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “მაიამი ჰიტმა” “ორლანდო მეჯიქი” სტუმრად ერთი ქულის სხვაობით 89:88 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ და მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 32:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ ბოლო […]
HORECA და რითეილ სექტორში 25-30%-იანი კლებაა. ავეჯის მიმართულებით კლება 50%-ზე ავიდა – კახა ხაზარაძე

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა ხაზარაძის „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი უკვე დაწყებულია, რაც პირველ ეტაპზე სტუმარმასპინძლობის მიმართულებას შეეხო, ახლო მომავალში კი ბიზნეს-ეკონომიკის ყველა დარგზე აისახება. „ამ სიტუაცია, ქვეყანას გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისი ელოდება, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს პროცესი ყველა სფეროზე მყისიერად არ აისახება, პირველ რიგში ტურიზმს დაარტყა. HORECA-ს და რითეილ სფეროში 25-30%-იანი […]
გოგა კიკაჩეიშვილს FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრის წოდება მიენიჭა

გოგა კიკაჩეიშვილი FIFA-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და პირველი კატეგორიის არბიტრის წოდება მიენიჭა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. ქართველი მსაჯი FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. 33 წლის გოგა კიკაჩეიშვილმა 2024 წელს 9 საერთაშორისო მატჩი განსაჯა. ის ევროპის მასშტაბით ხუთი მსაჯიდან ერთ-ერთია, რომელიც პირველ კატეგორიაში დაწინაურდა. 2025 […]
ხვიჩას გოლი ისევ საუკეთესოა! – როგორი იყო წელი და სეზონი – ბოლო მატჩი ახალ წლამდე…

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” წლის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდი “ვენეციას” უმასპინძლებს – კვირას, 29 დეკემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე. ნეაპოლელებისთვის კალენდარული წელი და მიმდინარე სეზონი მკვეთრად განსხვავებულია. არეული პერიოდის შემდეგ გუნდი ზაფხულში ევროტურნირებს მიღმა დარჩა, ანტონიო კონტეს მოსვლამ კი ამბიციური მიზნები დასახა, რაც მეორე წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 38 ქულასა და “ატალანტასა” […]
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან […]
რა ეღირება დოლარი და ევრო 27 დეკემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0109 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9142 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი 2.9241 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა.
გარდაიცვალა რეჟისორი გიზო გაბესკირია

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). გაბესკირია 1972 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორად. 1991 […]
უქმე დღეების გამო, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს

უქმე დღეების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრი მუშაობას 13 იანვრიდან, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო, […]
ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – ფაიგ გულიევს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და ავიაკატასტროფის შედეგად ათობით ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში […]