შარშან, როდესაც ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია იყო, უფრო დიდი აქტივობა გვქონდა – ICI PARIS

შარშან, როდესაც ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია იყო, უფრო დიდი აქტივობა გვქონდა, – ამის შესახებ BM.GE-სთან პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელის „ისი პარის“ ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ლინა ქალდანმა გაყიდვების შეფასებისას ისაუბრა.

ირაკლი მელაშვილი – დასავლეთი ყულფს ნელ-ნელა უჭერს და როგორც ჩანს, სანქციების პოლიტიკა კულმინაციას უახლოვდება, რაც მეტი დრო გავა „ოცნებას“ ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნების მით უფრო ნაკლები შანსი ექნება

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ერთი მხრივ ოპოზიციის ტაქტიკაზე, მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ ტაქტიკაზე როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში 29 დეკემბრამდე, ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და მას შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა. – ბატონო ირაკლი, მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს […]

ევროპაში მოხმარებული ენერგიის თითქმის მეოთხედი განახლებადი წყაროებიდან მიიღეს – Eurostat

ევროკავშირის ქვეყნებში მოხმარებული ენერგიის თითქმის 25% მოდის განახლებადი წყაროებიდან (ქარი, მზე, ბიოსაწვავი და სხვა მწვანე ენერგია, რომელიც არ უწყობს ხელს გლობალურ დათბობას). „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს არის ევროპის სტატისტიკური სააგენტოს, Eurostat-ის ბოლო მონაცემები. ყველაზე მეტად ენერგიას განახლებადი წყაროებიდან იყენებენ შვედეთში (66,4%). მეორე ადგილზეა ფინეთი (50,8%), მესამეზე დანია (44,9%). სიის ბოლოში მოხვდნენ ლუქსემბურგი (11,6%), ბელგია (14,7%) და […]

ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ. ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამოს საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლებისა და დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლების […]

სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს უკრაინელების მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევებას

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა დღეს, 27 დეკემბერს დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტოები AFP და Yonhap-ი წერენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. სამხრეთ კორეის დაზვერვამ ფაქტი დაადასტურა […]

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის, ბაქრაძის, ბერიკაშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, გუდაურის, სვანიძის, გურგულიას, ბარნოვის, ხორავას, თარხნიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, არაგვის, მილორავას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

ისრაელში საჰაერო განგაში იყო იემენიდან სარაკეტო შეტევის გამო

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში 27 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა იემენიდან სარაკეტო შეტევის გამო. ისრაელის მედია თავდაცვის არმიის სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის მიღმა მოიგერიეს, განგაშის გამოცხადება კი აუცილებელი იყო მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად. სარაკეტო შეტევის გამო დროებით დაკეტილი იყო თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი. გამოცემა The Times of Israel-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების ტემპი შეანელოს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას უზრდის, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „დღეს იყო მთავარსარდალ სირსკის, თავდაცვის მინისტრის, უმეროვის მოხსენება. ფრონტის, მხარდაჭერის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები ახლა მოწოდებას ზრდის. ეს აუცილებელია სიტუაციის გასათანაბრებლად. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების და მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ შეანელოს რუსეთის […]

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვის კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მდებარე ელექტროგადამცემ კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს, – The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „ვესაუბრე [ესტონეთის პრემიერ-მინისტრს] კრისტენ მიხალს ბალტიის ზღვის კაბელებზე შესაძლო დივერსიის შესახებ. ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირეებს და გმობს ნებისმიერ თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაკვირდებით ესტონეთისა და ფინეთის გამოძიებებს […]

ისრაელზე იემენიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა – ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეაჩერა

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, იემენიდან გასროლილი რაკეტის გამო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, თავშესაფრებში გადასულიყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ მოიგერიეს და განგაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის გამო, ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით […]