ზურაბ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. როგორც პარტიის პრესსამსახური აცხადებს, ჯაფარიძე ასევე დააჯარიმეს 2 500 ლარით. საუბარია 2 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების საქმეზე. 2 დეკემბერს, პროევროპული აქციის დაშლის შემდეგ, პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც დააკავა. როგორც […]

გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგის დაშლა გამოაცხადა და ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს დანიშნა. „მსგავს რთულ დროში სტაბილურობა მოითხოვს ეფექტურ მთავრობას და საიმედო უმრავლესობას. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი არჩევნები არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა 27 დეკემბერს ბელვიუს სასახლეში (ციტირება Tagesschau-დან). შტაინმაიერმა ბუნდესტაგის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება 20 დეკემბერს გამოაცხადა და […]

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტს. მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ხმა მისცა 182-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ჰანის მიმართ უნდობლობის ვოტუმისთვის კენჭისყრის მიზეზი იყო მისი უარი, დაენიშნა დამატებითი მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში. ჰანის გადაყენება არის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეის ისტორიაში. ჰანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი […]

ევროკავშირი, „Eastlink 2–ის დაზიანების შემდეგ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ ბლოკი ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაში დაზიანდა წყალქვეშა ელექტრო კაბელი Eastlink 2 ფინეთსა და ესტონეთს შორის – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. ევროკომისიის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ […]

„ქართული ოცნების“ დასანქცირებული წარმომადგენლები – საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა ,,ქართული ოცნების” დასანქცირებული პირთა სიას აქვეყნებს: დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, […]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმური სწავლება გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება „თბილისი 2024“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, სწავლებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის, „ტავ ჯორჯიას“, ავიაკომპანია Camex-ის თანამშრომლებმა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, შსს-ის შესაბამისმა დანაყოფმა მიიღეს. „იმიტირებული სცენარის თანახმად, ანონიმური ზარის და წერილის საფუძველზე, თბილისის […]

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა, ასევე 3 წლის ვადით აუკრძალა იარაღის ტარების უფლებაც

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებითვე, ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით აეკრძალა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 2 დეკემბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. ამასთან, შსს-ს წარმომადგენელი მისთვის იარაღის ტარების უფლების 3 […]

გერმანიის საელჩო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლითაც საქართველოსთვის 237 მლნ ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ

გერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება. „ამგვარად, ეს არის გერმანიის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი […]

მედია – უკრაინაში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გარდაიცვალა

უკრაინული ძალების მიერ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ ჯარისკაცი სერიოზული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. მანამდე, სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა პირველი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე აიყვანეს. კიევი და სეული აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად […]

ზურაბ ჯაფარიძე – სად ნახულობს ჯო უილსონი ამდენ დროს, რომ საქართველოზე „დაპოსტოს“ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საქართველო მისი ყურადღების ცენტრშია – მის ბოლო „ტვიტებში“ მუქარების ტონიც იყო, ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანს უნდა ველოდოთ

სად ნახულობს ეს კაცი [ჯო უილსონი] ამდენ დროს, რომ საქართველოზე „პოსტოს“ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საქართველო მისი ყურადღების ცენტრშია – მის ბოლო „ტვიტებში“ მუქარების ტონიც ისმოდა, ამიტომ რაღაცა მნიშვნელოვანს უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, “რესპუბლიკელის“, ჯო უილსონის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. კითხვაზე, „უნდა ეშინოდეს თუ არა […]