სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს 2 დეკემბერს თბილისში, თამარაშვილის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ადვოკატის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სამართლიანობის იმედი არ აქვს. […]
მაროკოს სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 69 მიგრანტი დაიღუპა

მალის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ ქვეყნის 25 მოქალაქე იყო იმ 69 ემიგრანტს შორის, რომლებიც ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ მაროკოს სანაპიროსთან. 11 ადამიანი გადაარჩინეს 19 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს, რომლის შესახებ ცნობა 26 დეკემბერს გავრცელდა. ნავი დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ატლანტის ოკეანეზე ეს მარშრუტი განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლება. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია “მოძრავი საზღვრების” თანახმად, […]
გერმანია ოცნების მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს განცხადებით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები. საელჩოს ცნობით, შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება “საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება”. “გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 […]
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელსაც იმპიჩმენტი გამოუცხადა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ორი კვირით ადრე იმპიჩმენტი გამოუცხადეს პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის. პრემიერმინისტრმა ჰანმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც პრეზიდენტმა იუნმა 3 დეკემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის გამოც მისი იმპიჩმენტის საკითხიც დადგა. ჰანს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოეყვანა, თუმცა როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, ის […]
აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში თურქი სპეციალისტებიც ჩაერთნენ

“APA-ს” ინფორმაციით, ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში თურქი სპეციალისტებიც ჩაერთნენ. თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ექსპერტთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა კატასტროფის ადგილზე. თურქი სპეციალისტები გამოძიების შედეგებს აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებს გაუზიარებენ. 25 დეკემბერს, ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს მახლობლად, “AZAL-ის” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 5 წევრი. კატასტროფის შედეგად, […]
ანალენა ბერბოკი – „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის გამო ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე – „ოცნებამ“ საფრთხე შეუქმნა ჩვენს პარტნიორობას

„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე – „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც მასიურად შეუქმნა საფრთხე საქართველოსა და გერმანიას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ პარტნიორობას,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რითაც საქართველოსა და ევროკავშირს […]
,,ვინც ამ ბრძოლის დროს ისევ ფულზე გაიყიდა, საზოგადოებრივი სამსჯავრო არ უნდა აცდეს“ – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი გიორგი გუგავა: ,,ამ რეჟიმს არაფერი უშველის, მათი განაჩენი ხალხის თავდადებული წინააღმდეგობაა, მაგრამ ის პარტიუკები და მათი ლიდერუკები, ვინც ამ ბრძოლის დროს ისევ ფულზე გაიყიდა, საზოგადოებრივი სამსჯავრო არ უნდა აცდეს და კუთვნილი ადგილი ისტორიის სანაგვეზე.“
,, ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, სამსახურიდან მიშვებენ” -მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, ნინო კიკნაძე პოლიტიკური შეხედულების გამო, სამსახურიდან გაანთავისუფლეს: ,,ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა ”იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა […]
გურამ მაჭარაშვილი – ვინც ფიქრობთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობა არა პარტნიორული, არამედ ვასალური უნდა იყოს, თქვენი აზროვნების პრობლემაა! – 20 იანვართან დაკავშირებით არასდროს გვითქვამს, რომ ეს საკრალური თარიღია

ჩვენ 20 იანვართან დაკავშირებით არასდროს გვითქვამს, რომ ეს საკრალური თარიღია – პირიქით, კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და გიორგი გახარიამ თქვეს, 20 იანვრის შემდეგ არაფერს აზრი არ ექნება და თუ რამეა გასაკეთებელი, ეს 20 იანვრამდე უნდა გაკეთდეს! ვინც ფიქრობთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობა არა პარტნიორული, არამედ ვასალური უნდა იყოს, ეს თქვენი აზროვნების პრობლემაა! – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა გურამ […]
2024 წელს კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა – „ჩირჩხელა“

2024 წელს კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ “ჩირჩხელას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, “ჩირჩხელას” მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან, თუმცა გარკვეული ნაწილი უცხოელია. “მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რამდენიმე კორპორატიული შეკვეთა გაგვიუქმდა, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დამაზიანებელი ეს ჩვენთვის არ ყოფილა. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ სოციალური […]