დღეს, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” გაიმართება

28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას […]
ემუქრება თუ არა SWIFT-დან ჩახსნა საქართველოს ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ – პრემიერის განმარტება

ემუქრება თუ არა SWIFT-დან ჩახსნა საქართველოს ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ – პრემიერის განმარტება „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანას არაფერი ემუქრება და ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისა. საქართველოს SWIFT-დან შესაძლო გათიშვაზე, რაც შესაძლოა სანქციებს მოყვეს, კობახიძის პასუხი ასეთია: “რა შუაშია SWIFT-ი? რომელიმე ქვეყანაში შევიჭერით თუ რა გავაკეთეთ, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით? […]
აშშ-ში ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვირუსით მძიმედ დაავადეპული პაციენტის ნიმუშის ანალიზმა მუტაცია განიცადა, რომელიც მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი ამავე პაციენტის საკუთრებაში არსებული დაავადებული ფრთოსნების ნიმუშებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, პაციენტის ნიმუშმა მუტაცია გამოავლინა ჰემაგლუტენის გენში, ვირუსის ის ნაწილი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს […]
„აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა

„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანია „აზალში” განუცხადეს. პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამცილებლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს. „ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ხელის არეშიც კი დაშავდა. სოციალური ქსელებიდან და პრესაში გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს, რომ […]
აზერბაიჯანმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მის მიერ გამოწვეული გართულებების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის პირველი აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საკარანტინო შეზღუდვა მოიცავდა პერიოდს 2025 წლის პირველი იანვრის […]
იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?

2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტშია აღნიშნული. უფრო კონკრეტულად, იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, ასევე 35 ლარით გაიზრდება და […]
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება – შეიძლება, მოულოდნელად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენონ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტები დაამყაროთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ. კურო შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ გამჭრიახობის წყალობით, თავს მალე დააღწევთ. მოემზადეთ ცვლილებისთვის. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველა მოვლენა აკონტროლოთ, ყველა […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
პრემიერ-მინისტრი ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. „ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო […]
მაიკლ მაკკოლი – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება. როგორც მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. „მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ […]