მარკო მიჰკელსონი ფიქრობს, რომ ევროპის ქვეყნებმა მაგალითი უნდა აიღონ და ივანიშვილსა და მის გუნდს სანქციები დაუწესონ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ფიქრობს, რომ აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დაუწესონ. ის ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „დღე 31. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიის ქვეყნებისგან და აშშ-სგან მაგალითი უნდა აიღონ და დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში ძალაუფლების […]

Repubblica: ასეთ შემთხვევაში, კვარაცხელია 29 დეკემბერს “ვენეციასთან” სათადარიგოთა სკამზე დარჩება

ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების შემდეგ, იტალიური პრესა ანტონიო კონტეს არჩევანზე აქტიურად წერს. “პარტენოპეის” დამრიგებელმა უნდა გადაწყვიტოს, ძირითად შემადგენლობაში ქართველი დააყენოს თუ ნიდერლანდელი დავიდ ნერეში, თუმცა ამ ეტაპზე კონტე ამ დილემის წინაშე სულაც არ აღმოჩნდეს. ირკვევა, რომ “ნაპოლის” შემტევი მატეო პოლიტანო გაციებულია, რის გამოც გუშინ ვარჯიში ვერ მოახერხა და მისი “ვენეციასთან” თამაში დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშაა. Repubblica […]

გრეგორი მიკსი – დემოკრატიის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები

დემოკრატიის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, გრეგორი მიკსი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „დემოკრატიისადმი ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის უწყვეტ ერთგულებას მივესალმები და ვგმობ მათ, ვინც ცდილობს მას ძირი გამოუთხაროს“, – წერს გრეგორი მიკსი. ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, […]

თინა ბოკუჩავა – დადასტურდა, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული გავლენის აგენტია – მნიშვნელოვანია, აშშ-სთან მისი ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით მუშაობა გავაგრძელოთ

მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით, რათა ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება „ადასტურებს, რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია“. ბოკუჩავას თქმითვე, სანქციების შედეგად „ქართული […]

თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად. შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას […]

მარკო მიხელსონი – ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ

ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „31-ე დღე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლების […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 56 უკრაინული დრონი გაანადგურა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 28 ვორონეჟის და 17 როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის ხელისუფლების უარს საპასუხო ზომებით უპასუხებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო აკრიტიკებს და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. მისი თქმით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „უკიდურესად ძვირიანი ჟესტია“ ევროკავშირისთვის. „სლოვაკეთი ნახევარმილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტისთვის, უკრაინა თითქმის მილიარდ ევროს, რუსეთი კი, სავარაუდოდ მხოლოდ 2.5 მილიარდ ევროს. ჩვენ კვლავ რუსები დავსაჯეთ არა?!“, – აცხადებს […]

მედიის ცნობით, აშშ უკრაინის დასახმარებლად 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინის დასახმარებლად 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს ამზადებს. მასში საზენიტო კომპლექს „სტინგერისთვის“, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო HAWK და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, ასევე საარტილერიო ჭურვები და საბრძოლო მასალა შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ორი ამერიკელი მაღალჩინოსანი, ანონიმურობის დაცვით ავრცელებს, ოფიციალურად კი, მორიგი დახმარების შესახებ განცხადება 30 დეკემბერს გაკეთდება. მათივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე, ვაშინგტონმა შესაძლოა, ვერ […]

ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად, 35 ადამიანი მოკლა

ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 ადამიანი მოკლა. ამავე შემთხვევის დროს, დაშავდა კიდევ 43 პირი. სასამართლოს განცხადებით, მსჯავრდებულის მოტივები უკიდურესად ამაზრზენი, დანაშაულის ხასიათი – უკიდურესად აღმაშფოთებელი, ხოლო მეთოდი – სისასტიკე იყო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, თავდასხმის დღეს ეჭვმიტანილი განქორწინების შეთანხმების პირობების გამო იყო განრისხებული.