გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა

გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი და 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. გერმანიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბუნდესტაგის მიერ ქვეყნის კანცლერისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას მოჰყვა. 16 დეკემბერს ოლაფ შოლცის გადადგომას 394-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შოლცის მომხრე 207 იყო, 116 მა კი მხარი შეიკავა. გერმანიის მოქმედმა მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერა […]
“ბიძინა ივანიშვილის ბოლო ციხეა” – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ციხეა – ამის შესახებ ბესარიონ ალავიძემ განცხადება “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. ალავიძე ნოდარ მელაძის ანონსს ეხმაურება, სადაც გდდ-ს ერთ-ერთი ყოფილი შეფი ხელისუფლებას ამხელს. ყოფილი მოსამართლე, რომელიც ამ წუთებში, აქციაზე იმყოფება, აანონსებს, რომ რეჟიმს ის სიურპრიზს უმზადებს, რომელსაც მალე გამოააშკარავებს. “მე არაერთხელ მივმართე ბიძინა ივანშვილს, რომ გადაყვები […]
ფრანგმა დეპუტატმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მიმართა, განიხილოს ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის საკითხი

ფრანგმა დეპუტატმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მიმართა, განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის საკითხი – ინფორმაციას ასოციაცია “Géorgie vue de France” ავრცელებს: “ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პარლამენტის წევრმა დეპუტატმა, ქალბატონმა კონსტანს ლე გრიმ მიმართა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს და შეშფოთება გამოხატა ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებასთან დაკავშირებით. ოლიგარქ ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბრალი ედება ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერასა […]
რას ამბობენ “ოცნებაში” ივანიშვილის დასანქცირებაზე

“ისტორიულად, ჩვენი გმირები სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელს გადიოდნენ, თუმცა როგორ უფასებდა ამ თავგანწირვას ქართველი ერი და ჩვენი სამშობლო, ესეც ყველამ ვიცით… უფალმა გააძლიეროს ის ადამიანი, ვინც სამშობლოსთვის თავს გადადებს,” – წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. “დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ახლა დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს […]
ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა პაკისტანში დაარტყეს სამიზნეებს

ავღანეთის თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ მისმა ძალებმა მიზანში ამოიღეს “ცენტრები და სამალავები მავნებლური ელემენტებისა”, რომლებიც, თალიბანის განცხადებით, მონაწილეობდნენ ავღანეთზე ახლახან განხორციელებულ თავდასხმებში – იმ ფონზე, როცა გაზრდილია სასაზღვრო შეტაკებები ავღანეთსა და პაკისტანს შორის. თალიბანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ცნობები 28 დეკემბრის დილას მომხდარ სისხლიან შეტაკებებზე თალიბანის ძალებს და პაკისტანის მესაზღვრეებს შორის. მანამდე, […]
დღეს საქართველოსა და უცხოეთში “ერთობის ჯაჭვი” გაიმართება

დღეს, 28 დეკემბერს, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში “ერთობის ჯაჭვი” გაიმართება. ქართველი ემიგრანტები ანალოგიურ ჯაჭვს გეგმავენ ევროპის და აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში. მოქალაქეები ერთობის ჯაჭვში თბილისის დროით 15.00 საათზე ჩადგებიან შემდეგ ადგილებზე: თბილისში: მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, გალაქტიონის ხიდი, ვახუშტის და თამარ მეფის ხიდი. მოქალაქეებმა “ერთობის ჯაჭვი” საყოველთაო პროტესტის […]
ლევან მაჭავარიანი – ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია იმისთვის, რომ ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში, იგი არის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი

ბიძინა ივანიშვილი უკვე, ფაქტობრივად, სამი წელია დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ამაზე მას არაერთხელ განუცხადებია და ჩვენი გუნდის მხრიდანაც ყოფილა ძალიან ბევრი განცხადება ამასთან დაკავშირებით, როდესაც მას შეუჩერეს წვდომა ორ მილიარდ დოლარზე და ფაქტობრივად მას ყველანაირი სასამართლო დავა აქვს მოგებული და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც ეს სანქციები ამ პერიოდს წამოეწია, რომ თითქოს ამ სანქციების მეშვეობით […]
„არა მცოცავ ოკუპაციას“ – ამ ლოზუნგით, გმირთა მოედანზე მემორიალთან საპროტესტო აქციისთვის მოქალაქეები იკრიბებიან

„არა მცოცავ ოკუპაციას“ – ამ ლოზუნგით, გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან საპროტესტო აქციისთვის მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე მოსულები არიან „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები და მოქალაქეები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები მოიტანეს – „მავთულხლართებში მოქცეული მშვიდობა“, „მშვიდობიან ქვეყანაში ხალხს არ იტაცებენ“. აქციის მონაწილეებმა მემორიალის წინ, მავთულხლართები და ბანერები დაალაგეს. ასევე მოიტანეს სანთლები და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისთვის […]
ცაჰკნა: შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან

შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან. ესტონელებმა ყველაფერი იციან საერთო მიზნისთვის ხელის ჩაკიდების ძალაზე. საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას.
ერთობის ჯაჭვი საქართველოში – ფოტო/ვიდეო

დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს სხვა ქალაქებში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა. მოქალაქეები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში ხიდებთან შეიკრიბნენ და ერთობის ჯაჭვი შეკრეს საყოველთაო პროტესტის დაწყებიდან 31-ე დღეს. ერთობის ჯაჭვში მონაწილეობა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო – ის ზაალბრუკენის მოედანთან, მშრალ ხიდთან შეუერთდა მოქალაქეებს. მოქალაქეების ერთობის გამომხატველი ჯაჭვის დროს დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათ პრაქტიკულად […]