კრამერი: ელჩები ფიზიკურად უნდა დადგნენ ზურაბიშვილის გვერდით კვირას

საქართველოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან შექმნილი ჯგუფი საქართველოს დასახმარებლად მუშაობს. ისინი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დემოკრატიულ მთავრობებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა, როგორც თავად ამბობენ, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაეხმარონ. რა მიზანი აქვს გუნდს, როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის როლი 29 დეკმებრის შემდეგ და როგორ განვითარდება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები. ამ თემაზე ჯორჯ ბუშ […]
ამერიკულ სანქციებს, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის და შემდგომ ევროზონის სანქციები მოჰყვება – მოსაზრება

ფინანსისტი და bm.ge-ს ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე “ტვ პირველის” პრიდაპირ ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის ამერიკულ სანქციებს დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის და შემდგომ ევროზონის სანქციები მოჰყვება, რაც გამოიხატება იმით, რომ თუ ახლა ოლიგარქი და მისი კომპანიები დოლარით ვერ ისარგებლებენ, ახლო მომავალში შეზღუდვები გავრცელდება ფუნტზე და ევროზეც. გარდა ამისა, ისაკაძის თქმით, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და დამუხრუჭდება ივანიშვილთან […]
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ელჩების კონფერენცია 2024” -ის ფარგლებში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ,,ელჩების კონფერენცია 2024” -ის ფარგლებში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა; როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, რომ […]
ლევან დავითაშვილი – გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის

გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2021-2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2023 წელს კი რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა. „მაღალი ეკონომიკური აქტივობა მიმდინარე […]
პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს. აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. მათ გაშლილი აქვთ ბანერი -„სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ”. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და […]
„პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით, მოქალაქეები ფილარმონიასთან მორიგი აქცია-მსვლელობისთვის ემზადებიან

„პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდებით, ფილარმონიასთან მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები მორიგი აქცია-მსვლელობისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეების თქმით, „ქვეყანა პოლიციურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, სადაც სასამართლო არ არსებობს და ქვეყანას რეჟიმი მართავს“. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ […]
ლატვიის მოსახლეობის 21,6% სიღარიბის რისკის ქვეშ იყო

ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის (CSU) მიერ ჩატარებული შემოსავლებისა და ცხოვრების პირობების კვლევის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს 399 ათასი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 21,6 პროცენტი სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობისთვის განკარგვადი შემოსავლის (უკვე დაბეგრილი – რედ.) ოდენობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობისთვის […]
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – თავისუფლების სული უტეხია – ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით – ლიეტუვა თქვენთანაა

დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ ‘ბალტიის გზაში’, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა. „თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები […]
ამერიკის პასუხი ივანიშვილს- სანქციები რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის

ვაშინგტონში ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ და ამბობენ, რომ ამით გამოჩნდა, რომ ის ხელშეუხებელი არაა. საქართველოს დასავლელი მეგობრები კი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებიან და ამბობენ, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია. Facebook Forum
“ერთობის ჯაჭვი” საქართველოში

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით ცოცხალ “ერთობის ჯაჭვს” მართავენ, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ. „ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. პროტესტის ეს მარში 28 დეკემბერს საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე იმართება. საპროტესტო აქციების მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. საპროტესტო ჯაჭვს ცოტა […]