„გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართე რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის“ – ლევან დავითაშვილი ელჩებს

„გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართე რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის“ – ლევან დავითაშვილი ელჩებს „პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა ყველა საგარეო შოკს და საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართე რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. 2021-2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2023 […]
,,ერთი თვეა ქვეყანას ხალხი მართავს, თან უშეცდომოდ“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი: ,,ერთი თვეა ქვეყანას ხალხი მართავს, თან უშეცდომოდ. დემოკრატია სხვა კი არაფერია. დიდი მომავალი აქვს ამ ქვეყანას.“
სანქციების შემოღებიდან სამი წლის შემდეგ, რუსული მაღაზიები ძვირფასი დასავლური საქონლით არის სავსე

სანქციების შემოღებიდან სამი წლის შემდეგ, რუსული მაღაზიები ძვირფასი დასავლური საქონელით არის სავსე უკრაინაზე კრემლის თავდასხმის შემდეგ, რუსეთს საერთაშორისო სანქციების ქარცეცხლი დაატყდა თავს და ქვეყნიდან დასავლური ბრენდების მასობრივი გასვლა დაიწყო. ამის მიუხედავად, შეძლებული რუსი მყიდველები დასავლური ფუფუნების საქონლის ფართო არჩევანით დღემდე განებივრებულები არიან. რუსეთის დედაქალაქის ექსკლუზიურ სავაჭრო ზონებში არსებულ უნივერმაღებსა და ელიტარულ მაღაზიებში ისევ იყიდება დასავლური […]
“თქვენ” არ იქნებით! ეს გაისიგრძეგანეთ!“ – ბაკურ ბაკურაძე

პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე: ,,ყურადღება! “თქვენ” არ იქნებით! ეს გაისიგრძეგანეთ! … და ქვა ქვაზე კი არა ქალაქი ქალაქზე და რეგიონი რეგიონზე აშენდება, აყვავდება და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება წელში! წინსვლას ანელებთ მხოლოდ თქვენ დს ამიტომ აღარ იქნებით!”
,, დასამატებელია მესამე მოთხოვნა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში აღარ არის საკმარისი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა. მითუმეტეს, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო სტერილური ხდება. ამიტომ, დასამატებელია მესამე მოთხოვნა – ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო თამაშის წესების დადგენას და სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას გარდამავალ ეტაპზე, არჩევნებამდე.“
,,აღქმების ჩამოყალიბების მცდელობები და ფაქტები!“ – მამუკა მდინარაძის ჩამონათვალი

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,აღქმების ჩამოყალიბების მცდელობები და ფაქტები! “პროევროპელებმა”: მიიტაცეს მედია! დაარეკეტეს ბიზნესი! მოკლეს და აწამეს ათასობით ადამიანი! ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს! რუსებს ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე! რუსეთ-საქართველოს ომის დროს ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს! ომის შემდეგ გადამწვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად! ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები! გაირკვა, […]
სპორტსმენების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სპორტსმენების საპროტესტო აქციის წევრები პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს საპროტესტო აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ტერიტორია სრულად დაიკავეს. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული […]
გოგლიჩიძე შეცვალეს – “ემპოლიმ” ზედიზედ მესამედ წააგო

სერია A-ს მეთვრამეტე ტურში „ემპოლი“ „ჯენოასთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კი მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდნენ, როდესც მეკარე ვასკესმა საჯარიმოში გოგლიჩიძეს ცუდი პასი გაუკეთა. ცოტა ხანში მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ ესპოზიტომ პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო გენუელებმა კი მეორე გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც მწვრთნელმა დ’ავერსამ საბა დე შილიოთი შეცვალა. მალე ესპოზიტომ სხვაობა შეამცირა. […]
პუტინმა ალიევს ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გამო ბოდიში მოუხადა – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ყაზახეთში 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ცნობებით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა “მწუხარება გამოხატა” 25 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, როდესაც აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია.
ბუდრისი: ძვირფასო ქართველებო, იყავით ძლიერები – ლიეტუვა თქვენთანაა

თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთობის ჯაჭვში იდგა დემოკრატიისა და მათი ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელჩაკიდებულნი იდგნენ ბალტიისპირეთში საბჭოთა ციხიდან გამოსასვლელად. ძვირფასო ქართველებო, იყავით ძლიერები – ლიეტუვა თქვენთანაა.