ესტონეთის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა – მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის, ოფიციალური პირებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა აღადგინონ. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს,” […]

უილსონი: მომდევნო კვირას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარვადგენ

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს, რომ მომდევნო კვირას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენს, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას აუკრძალავს. “მომდევნო კვირას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, სანამ თავისუფალი და სამართლიანი […]

„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს

რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს. „გაზპრომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გაზპრომმა“ 28 დეკემბერს გაუგზავნა შეტყობინება „მოლდოვაგაზს“, რომ რეგულარულად არ ასრულებს მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებებს, რაც მისი პირობების მნიშვნელოვანი დარღვევაა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა […]

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი – ნაწილი პირველი

2024 წელს ქართულმა რაგბმა განვითარების გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. სასიხარულოა, რომ გასული წელი წარმატებული და ისტორიული აღმოჩნდა ყველა ასაკობრივი და ფორმაციის ნაკრებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ჩვენი გუნდების სპორტულ მიღწევებს, რომელსაც 4 ნაწილად შემოგთავაზებთ – ბორჯღალოსნები, ‘შავი ლომი’, უმცროსი ბორჯღალოსნები (18 და […]

გიორგი ბუტიკაშვილი – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მსჯელობენ, რომ არჩევნები ძველი მეთოდით, არაელექტრონულად ჩატარდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ერთობლივად შექმნილ დოკუმენტში მსჯელობის საგანია პარლამენტის ახალი არჩევნები ძველი მეთოდით, არაელექტრონული წესით ჩატარდეს. როგორც ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცერთერში განაცხადა, გარდა ამისა, მსჯელობის საგანია კრიზისმენეჯმენტის საბჭოს შექმნა, „რომელმაც უნდა მართოს არსებული კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე“. „ეს დოკუმენტი ერთობლივად შეიქმნა, თუმცა არ არის […]

ჯო უილსონი – მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს აშშ-ს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას

მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, […]

ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გდდ-ში „ხარებას“ მისვლის შემდეგ აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ქვეყნის დატოვებამდე ინტერვიუში ამბობს, რომ „აქციაზე მყოფი ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან“. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ჩაწერა. 26 დეკემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ შაიშმელაშვილმა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა. ინტერვიუ მანამდეა ჩაწერილი. ის […]

ევროპაში რუსული მედია საშუალებების ტელეგრამ არხები დაბლოკეს

ევროპაში ძირითადი რუსული მედია საშუალებების ტელეგრამ-არხები მიუწვდომელია – ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამ დროისთვის დაიბლოკა „რია ნოვოსტის“ და „იზვესტიას“ ტელეგრამ-არხები. მედიასაშუალებების ტელეგრამ არხები გათიშულია პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და იტალიაში. ევროპული მობილური ოპერატორები კონტენტზე წვდომას არ უზრუნველყოფენ. ამ არხებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რუსული SIM ბარათით.

რუსეთი აცხადებს, რომ სატვირთო გემის აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო

რუსეთი აცხადებს, რომ სატვირთო გემის აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში „ტერორისტული აქტის“ შედეგად ჩაიძირა. ეს განცხადება ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, გემის მფლობელმა რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ გააკეთა. „კომპანია „ობორონლოჯისტიკა“ დარწმუნებულია, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს „ურსა მაიორის“ წინააღმდეგ მიზანმიმართული ტერორისტული აქტი განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსულ საინფორმაციო სააგენტოები ციტირებენ, […]

თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად. შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას […]