ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ. ადგილობრივების თქმით, მსუბუქ ავტომობილში 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. მათივე თქმით, მსუბუქი ავტომობილი გვირაბთან გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ზელენსკი ფიცოს აკრიტიკებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო

28 დეკემბერს უკრაინასა და რუსეთში იყო ინტენსიური თავდასხმები დრონებით და შეტაკებები, პარალელურად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის ლიდერს, რობერტ ფიცოს ბრალი დასდო კრემლისგან “ბრძანებების” მიღებაში კიევის და თავისი ხალხის საზიანოდ, ენერგეტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გაღრმავების ფონზე. “როგორც ჩანს, [რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ] პუტინმა ფიცოს დაავალა მეორე ენერგეტიკული ფრონტის გახსნა უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკი ხალხის ინტერესების ხარჯზე” – წერს […]

თეა ახვლედიანმა ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და პანელური დისკუსიის ფორმატში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკას. „მინისტრის განცხადებით, შერიგებისა […]

გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ – OECD

გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ – OECD ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ და მოსალოდნელია, რომ მომავალ 2025 წელს დადებითი ტენდენცია გაგრძელდება. OECD-ს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გლობალური აქტივობა საერთო ჯამში მდგრადი იყო. ვაჭრობის მოცულობა აღდგენადი. თუმცა, მაღალი ინფლაცია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნახევარში დაფიქსირდა. OECD ზოგიერთ ქვეყანას ეკონომიკის ზრდას უწინასწარმეტყველებს, […]

„საქართველოს ელჩების როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“ – ლევან დავითაშვილი

„საქართველოს ელჩების როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“ – ლევან დავითაშვილი „ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ელჩებთან ინფორმაციის გაცვლა და მოსაზრებების გაზიარება. კონფერენციაზე ვისაუბრეთ ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე განვლილ პროგრესზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ძალიან კარგი პანელური დისკუსია გამოვიდა, სადაც ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს თავიანთ კონკრეტულ მიმართულებებზე, მაგრამ, ზოგადად, ეკონომიკური […]

2025-2028 წლებში სახელმწიფოს მიერ აგრარული დარგის მხარდასაჭერად 3 მილიარდ ლარამდე გამოიყოფა – მინისტრი სონღულაშვილი

2025-2028 წლებში სახელმწიფოს მიერ აგრარული დარგის მხარდასაჭერად 3 მილიარდ ლარამდე გამოიყოფა – მინისტრი სონღულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ,,ელჩების კონფერენცია 2024” -ის ფარგლებში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა; ხელისუფლების მიზანია, […]

მთავრობის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა – მინისტრი სონღულაშვილი

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება და მიმართულია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ. მთავრობის პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, “ელჩების კონფერენცია 2024-ზე” […]

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები გახდნენ ქარტიის პრიზის 2024 წლის გამარჯვებულები

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 28 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გამოავლინა „ქარტიის პრიზი 2024“-ის გამარჯვებულები, რომელთა შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტები: გიორგი მგელაძე და ნინო თარხნიშვილი არიან. ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ ქარტიის პრიზი მოიგო ჟურნალისტური გამოძიებით: „საცემი კი არა, მოსაკლავია“ – ღარიბაშვილის ბიძა ბიზნესმენზე, რომელიც ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს, ნომინაციაში სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. ეს […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოს ელჩების როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები

საქართველოს ელჩების როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კონფერენციაზე ისაუბრეს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე განვლილ პროგრესზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. „ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ელჩებთან ინფორმაციის გაცვლა და მოსაზრებების […]

“კვარაცხელია და ნერესი ერთად?” – კონტემ კითხვაზე უპასუხა

„ვენეციასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კითხვაზე უპასუხა, შეიძლება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიამ და დავიდ ნერესმა ერთად ითამაშონ: „ეს შესაძლებელია, მაგრამ ბალანსის დაცვაა გასათვალისწინებელი და ვის უპირისპირდები. საუბარია მნიშვნელოვან ფეხბურთელებზე. აქამდე ერთად პოლიტანო და კვარაცხელია თამაშობდნენ, ბოლო ორ შეხვედრაში კი – პოლიტანო და ნერესი. ადრე თუ გვიან კვარაცხელიას და ნერესს ერთად ნახავთ ძირითად შემადგენლობაში. […]