წარვადგენ „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს დიქტატორული რეჟიმის ცნობას – ჯო უილსონი

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე. ის აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ახალი აქტის წარდგენას აპირებს. „შემდეგ კვირაში მე წარვადგენ „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს კონგრესმენი. […]
რუსეთმა მოლდოვას შეუწყვიტა დნესტრისპირეთისთვის განკუთვნილი გაზის მიწოდება

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომმა 28 დეკემბერს გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს მოლდოვას, დავალიანების შესახებ უთანხმოების გამო. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა დაგმო გაზპრომის გადაწყვეტილება, მას უწოდა “ჩაგვრის ტაქტიკა”, რომლის დროსაც რუსეთი “ენერგეტიკას იყენებს პოლიტიკურ იარაღად” – და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან საბრძოლველად მიმართავს საერთაშორისო იურიდიულ საშუალებებს. კომპანია მოლდოვაგაზის ხელმძღვანელის თქმით, უკვე 2022 წლის დეკემბრისთვის […]
სალომე ზურაბიშვილი – მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ

მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს. მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის […]
ბაიდენი უკრაინაში იარაღის გაგზავნას ისევ ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს. ჯო ბაიდენი ამ განცხადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც რუსეთმა, შობა დღეს, უკრაინის ელექტროქსელზე თავდასხმა გამახორციელა, რომელსაც ამერიკელმა ლიდერმა „აღმაშფოთებელი“ უწოდა. „ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო, უკრაინელ ხალხს ზამთარში სითბოსა და ელექტროენერგიაზე წვდომა წართმეოდა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დამდგარიყო“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. კიევის […]
აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. მათი თქმით, ერთი თვეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან, რათა ქვეყანაში დიქტატურა არ დაუშვან. შეკრებილები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ხელისუფლება მიტაცებული აქვთ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, გამსახურდიას ქუჩა, მთავრობის სახლის წინ გადაკეტილი აქვთ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა დღეს ბათუმის სანაპიროზე ერთობის ჯაჭვიც მოაწყვეს.
შვილის ლიკვიდიაციით დამემუქრნენ, ხარებას მოადგილე ფიზიკურად დამიპირისპირდა – გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობის დატოვების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ეს კი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ქვეყნის დატოვებაზე ეფიქრა. მუქარის გარდა, გდდ-ს ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილის იგივე ხარებას […]
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აქციის მონაწილეებმა, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში […]
„დაპაუზდა პროექტი… რთულია აუხსნა ინვესტორს, რომ მათი თანხები აქ უსაფრთხოდაა“ – ბიზნესმენი

„იანვარში დაგეგმილი გვქონდა ახალი პროექტის დაწყება, მიწის შეძენა, ახალი ინვესტიციის განხორციელება – ეს გადაწყვეტილება ახლა დაპაუზებულია“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა. ბიზნეს სექტორი და ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ მიმდინარე კრიზისის პარალელურად უცხოური ინვესტიციების შემოდინება შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორები თვალს ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს, განწყობებსა და მოლოდინებს. ორთოიძე აღნიშნავს, რომ არსებულ […]
ოპოზიცია მსჯელობს, პარლამენტის ახალი არჩევნები, ძველი მეთოდით, არაელექტრონული წესით, ჩატარდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ერთობლივად შექმნილ დოკუმენტში მსჯელობის საგანია პარლამენტის ახალი არჩევნები ძველი მეთოდით, არაელექტრონული წესით ჩატარდეს. როგორც ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცერთერში განაცხადა, გარდა ამისა, მსჯელობის საგანია კრიზისმენეჯმენტის საბჭოს შექმნა, „რომელმაც უნდა მართოს არსებული კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე“. „ეს დოკუმენტი ერთობლივად შეიქმნა, თუმცა არ არის […]
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს აშშ-ს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას – ჯო უილსონი

მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, […]