რუსეთმა მოლდოვას შეუწყვიტა დნესტრისპირეთისთვის განკუთვნილი გაზის მიწოდება

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომმა 28 დეკემბერს გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს მოლდოვას, დავალიანების შესახებ უთანხმოების გამო.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა დაგმო გაზპრომის გადაწყვეტილება, მას უწოდა “ჩაგვრის ტაქტიკა”, რომლის დროსაც რუსეთი “ენერგეტიკას იყენებს პოლიტიკურ იარაღად” – და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან საბრძოლველად მიმართავს საერთაშორისო იურიდიულ საშუალებებს.
კომპანია მოლდოვაგაზის ხელმძღვანელის თქმით, უკვე 2022 წლის დეკემბრისთვის გაზპრომის მიერ მიწოდებული გაზის მთელი მოცულობა მიემართებოდა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონს, დნესტრისპირეთს, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან