“ნაპოლისა” და კვარაცხელიას წლის ბოლო მატჩის დღე! – ევროპის ჩემპიონატის წელი…

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” წლის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდი “ვენეციას” უმასპინძლებს – კვირას, 29 დეკემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე. ნეაპოლელებისთვის კალენდარული წელი და მიმდინარე სეზონი მკვეთრად განსხვავებულია. არეული პერიოდის შემდეგ გუნდი ზაფხულში ევროტურნირებს მიღმა დარჩა, ანტონიო კონტეს მოსვლამ კი ამბიციური მიზნები დასახა, რაც მეორე წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 38 ქულასა და “ატალანტასა” […]

შალვა პაპუაშვილი – მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება

მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი ინაუგურაცია რამდენიმე მიზეზის გამო არის ისტორიული. მან მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა, მისივე თქმით, ურთულესი მისიის განხორციელებაში. „დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული დღე […]

შალვა პაპუაშვილი – ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს – შენობა მას მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული

ვფიქრობ, მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, დატოვებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლეს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული შენობა სალომე ზურაბიშვილს მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, „რაც […]

მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება – შალვა პაპუაშვილი

მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება – შალვა პაპუაშვილი მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი ინაუგურაცია რამდენიმე მიზეზის გამო არის ისტორიული. მან მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა, მისივე თქმით, […]

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს “მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, წუხანდელ მიმართვაში განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას დღეს 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს. “მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ […]

თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს. ივანიშვილი არ არის ხელშეუხებელი ბატონი – ლორა თორნტონი

თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს. ივანიშვილი არ არის ხელშეუხებელი ბატონი – ლორა თორნტონი სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ფართოა, თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს – ივანიშვილი არ არის ხელშეუხებელი ბატონი , – ასე აფასებს ამერიკის […]

სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 96 ადამიანი

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს პარლამენტის სასახლეში გაიმართება. ცერემონია პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდება. ყაველაშვილი კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დადებს ფიცს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება. კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისადა ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა […]

სალომე ზურაბიშვილი 10:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი 10:00 საათზეა ჩანიშნული. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას მოუწოდა, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და დააანონსა, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს. „მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით […]

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.