სალომე ზურაბიშვილი: მე აქედან გამოვალ, გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს თქვენი ნდობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. “იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ […]

მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია. პარალელურად, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ხმოსმები“, ვინც ის აირჩია, – პარლამენტარები და საკრებულოების წარმომადგენლები, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. […]

დანია გრენლანდიაში თავდაცვის ხარჯებს გაზრდის

დანია გრენლანდიაში თავდაცვის ხარჯებს გაზრდის – ეს გადაწყვეტილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ,,გრენლანდიის დასაკუთრება და მასზე კონტროლი ამერიკისთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“. დანიის თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ კოპენჰაგენი გრენლანდიის თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე მილიარდ დანიურ კრონს გამოყოფს. გავრცელებული ცნობებით, გამოყოფილი თანხის ოდენობამ შესაძლოა, 13 მილიარდ ევროსაც კი […]

ბალტიის ზღვაში ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი დაზიანდა

ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის, Estlink 2-ის დაზიანების გამო ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემა შეწყდა. ელექტროენერგიის ქსელური გადაცემის ფინური კომპანიის, Fingrid-ის ცნობით, მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ესტონეთის ქსელის კომპანიასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გამოძიება უკვე დაწყებულია. კომპანიაში არ გამორიცხავენ დივერსიასაც. ფინეთის მთავრობის განცხადებით, ინციდენტი ენერგომომარაგების შეზღუდვას არ გამოიწვევს. ფინური მედიის ცნობით, რაიონში, სადაც კაბელი დაზიანდა, […]

ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს ტოვებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს ტოვებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 29 დეკემბერს “ქართული ოცნების” პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად განაცხადა. მან ამ ინაუგურაციას პაროდია და არალეგიტიმური პროცესი უწოდა. “იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, არც გისოსების”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს, რომელიც დილიდან შეიკრიბა ორბელიანების პრეზიდენტის […]

შალვა პაპუაშვილი – დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს, ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება! – მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება საპატიო მისიის აღსრულებაში

დღეს ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ამ ისტორიული დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, 33 წლის თავზე ჩვენ ვმართავთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით […]

სალომე ზურაბიშვილი – მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები – ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს. „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება. “მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ […]

სოზარ სუბარი – 1 საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი – ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი

1 საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი – ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი. მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილსაც და მთელ საქართველოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ინაუგურაციის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის „ერთადერთი საფიცარიც, სალოცავიც და საზრუნავიც“. „1 საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი – ნამდვილად […]

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე – ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში

გერმანიის კანცლერობის კანდიდატის, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიას უკრაინაში სამშვიდობო ძალებში მონაწილეობის განხილვა მხოლოდ რუსეთის თანხმობით შეუძლია, – ინფორმაციას უკრაინული მედია Die Zeit-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, გერმანიის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის საჭიროა მანდატი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კანონმდებლობას. უმთავრესი ფაქტორია რუსეთის თანხმობა, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ასეთი მისიები არ იქნება ეფექტური […]

პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს

პარლამენტის სასახლეში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს. ყაველაშვილი ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს. მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაციაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ […]