პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართება. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება. ინაუგურაციას ესწრებიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს […]
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს. „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მომიტინგეებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება. “მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ […]
სასახლიდან გამოვალ თქვენთან, თან მომაქვს ლეგიტიმურობა – სალომე ზურაბიშვილი ხალხს

მე აქედან [პრეზიდენტის სასახლიდან] გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები… მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა – ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება. ყაველაშვილი ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.
ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები იკრიბებიან

ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის შენობაში ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ელოდებიან. აქციის მონაწილეებს სასახლესთან მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. როგორც გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, ის საზოგადოებას მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.
მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, ისიც პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი – ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3

არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3”. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან არ […]
2024 წლის ეკონომიკური შედეგი და პროგნოზი – ISET

ISET-ი 2024 წლის ეკონომიკას აფასებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ აჭარბებს მის პოტენციურ დონეს, რაც ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით. რაც შეეხება, ცალკეულ სფეროებს, კვლევის თანახმად, ზრდა ძირითადად გამოწვეულია ტურიზმისა და IT სფეროთი. ISET-ის შეფასებით, რეზერვები კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც შეეხება ინფლაციას, ის მიზნის ქვემოთაა. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები, პუბლიკაციის მიხედვით, 2024 წელს მხოლოდ 22%-ს შეადგენს […]
უილსონი: აშშ ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილისა გვერდით დგას

ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით დგას, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს, ჩინეთისა და ირანის რეჟიმების მარიონეტულ ინსტალაციას უარყოფს. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს.
სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფას 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თვითმფრინავი, – კომპანია Jeju Air-ის ბოინგი 737-800, რეისის ნომრით 7C 2216, – რომელშიც 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, დაშვებისას შასის (ბორბლების) გახსნის გარეშე შეეხო ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური უწყებების თანახმად, კატასტროფა თვითმფრინავის „დასაფრენი მექანიზმის გაუმართაობამ“ გამოიწვია. კადრებში ჩანს, როგორ მიცურავს თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მუცლით, მაღალი სიჩქარით, ბილიკიდან ვარდება და სანაპიროსთან […]
“მან “მილანში” დაცვის ფლანგი უნდა ჩაიბაროს” – ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა “როსონერის” გოგლიჩიძის შეძენა ურჩია

Sky Sports-ის კომენტატორმა ფაბიო კარესამ “მილანს” დაცვის ხაზის განახლება და “ემპოლიდან” საბა გოგლიჩიძის შეძენა ურჩია. “ხიმენესს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. ამიტომაც “მილანი” ტეო ერნანდესისა და ემერსონ როიალის გაყიდვაზე უნდა დაფიქრდეს, სანაცვლოდ კი “ემპოლიდან” საბა გოგლიჩიძე წამოიყვანონ. იგი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია. ხიმენესმა და გოგლიჩიძემ “მილანში” დაცვის ფლანგები უნდა ჩაიბარონ, “როსონერი” ასე მოგებული დარჩება”, – […]
პაპუაშვილი: დღეს ისტორიული დღეა, დღეს საქართველოს მე-6 პრეზიდენტს ავირჩევთ

პარლამენტში შენობაში ოცნების მერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან საქართველოს მე-6 პრეზიდენტს აირჩევს. “დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული დღე არის, დღეს მოხდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია. ისტორიულია ბევრი მიზეზის გამო – ეს ინაუგურაცია ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ისტორიულ დარბაზში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და […]