ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი იყო „ნაცმოძრაობის” და არა საქართველოს პრეზიდენტი – დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის საინტერესო

მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, მანამდეც ის იყო, „ნაცმოძრაობის და არა საქართველოს პრეზიდენტი“. „მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის” პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის […]
სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა, ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას – ჩვენი, ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც დღეს გისოსებს მიღმაა, ვინც გათავისუფლებულია საჯარო სამსახურებიდან

ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პროტესტში ჩართულ ყველა ადამიანს სჭირდება თანადგომა და ერთიანობა. “საჭიროა, რომ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას – ეს ნიშნავს […]
მამუკა ხაზარაძე – რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით – გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო!

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, „პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან!“ „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით. მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო! რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, […]
კათოლიკური ეკლესია წმიდა ოჯახის დღეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ -კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს წმიდა ოჯახის დღესასწაულს ულოცავს. „წმიდა ოჯახი ყოველი ქრისტიანისათვის სიყვარულისა და თანხმობის ნიმუშია, დღესასწაული აღნიშნავს ოჯახს (იოსები, მარიამი, იესო) ნაზარეთში, სადაც იესომ დაახლოებით, 30 წელი იცხოვრა. როგორც ლიტურგიული დღესასწაული, იგი შობის მომდევნო კვირადღეს აღინიშნება“,-აღნიშნულია მილოცვაში.
მიხეილ ყაველაშვილი – ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა – ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება

ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში – შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, – განაცხადა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის […]
სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციაზე – ეს არის ნამდვილი პაროდია – იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები

დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ან „ოცნების“ წარმომადგენლები ან თვით ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ან შეთანხმება ახლა, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მის შეთავაზებაზე ხელისუფლების […]
ირაკლი კობახიძე – 20 წელიწადზე მეტია ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია, მიხეილ ყაველაშვილს ახალი ტრადიციის დამკვიდრება უწევს – ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავს საუკეთესოდ გაართმევს

მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებულიო ვარ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა. „მინდა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მივულოცო. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებულიო ვარ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში […]
როგორც იქნა – მარიო რუიმ და “ნაპოლიმ” გამოსავალი იპოვეს

“ნაპოლი” მარიო რუის კონტრაქტს გაუწყვეტს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც “პარტენოპეი” ანტონიო კონტემ ჩაიბარა, გამოცდილმა სპეციალისტმა პორტუგალიელს მაშინვე აცნობა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა. შესაბამისად, მარიო რუი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. განაპირა მცველმა გასულ ზაფხულს რამდენიმე კლუბისგან […]
ყაველაშვილი: ქართული სუფრა კარგად აჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ

ქართული სუფრა არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეკლია, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ტრადიციული ქართული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოებით იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება ჩვენი წარსულით – იმით, რომ ომებით დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად […]
„მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ფიცი დადო და ის უკვე ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტია. ყაველაშვილმა პარლამენტში, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეკრებილებს და სრულიად საქართველოს სიტყვით მიმართა და ყურადღება ქართულ ტრადიციებზე, კულტურაზე და ისტორიაზე გაამახვილა. “მოგესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა […]