“დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს”- არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს – ამის შესახებ სამების ტაძრის არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ ქადაგებისას განაცხადა. “ყველამ ვნახეთ პატრიარქის წერილი, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს რჩევა არ ისმინეს. ვხედავთ ქართველი […]
“ტრაგიკულია ეს კაცი, რადგან მისი ცხოვრებიდან ყველა დადებითი ემოცია გაქრა” – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ

“ტრაგიკულია ეს კაცი, რადგან მისი ცხოვრებიდან ყველა დადებითი ემოცია გაქრა. მხოლოდ უკიდეგანო შიშით განპირობებული ბოროტება ამოძრავებს”, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს. “ტრაგი-კომიკური იცით რა არის?ყველაზე მეტად ბიძინას დასანქცირება “ბიძინა ჯიგარი ხარ” ქოც-ელიტას უხარია, იმიტომ, რომ ისინი გამოტოვეს და პირდაპირ ბიძინას დაეტაკენ…ეს ის ხალხია, რომელსაც ბიძინა ჭირდებათ, სანამ მისგან იკვებებიან…მერე კი […]
“მადლობა ქალბატონო სალომე, დაცვა თუ დაგჭირდეთ, მე აქ ვარ ნებისმიერ დროს” – მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს

“მადლობა ქალბატონო სალომე, დაცვა თუ დაგჭირდეთ, მე აქ ვარ ნებისმიერ დროს”, – ასე მიმართა ორბელიანების სასახლესთან ერთ-ერთმა მოქალაქემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციასთან დღეს შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც სასახლე დატოვა და შენობასთან შეკრებილებთან გადაინაცვლა.
უკრაინის ცნობით, ნიკოლაევსკის ოლქში ღამით ჩამოაგდეს ცხრა დრონი

უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამით ჩამოაგდო ცხრა დრონი – ტელეგრამით იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი. კიმის თანახმად, დრონების ერთ-ერთი სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტი. დრონის ნატეხების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი საწარმოს ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში, დაიჭრა ერთი პირი. ქალაქ ოჩაკოვში შაბათს “შაჰედის” ტიპის დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამეურნეო ნაგებობებს […]
ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ “X”-ში ეხმაურება. კობახიძის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. „ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481. „სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას […]
აბრაჰამი: ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, კნუტ აბრაჰამი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მოუწოდებს, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში უნდა ჩავიდნენ. ის ამ ინფორმაციას X-ზე ავრცელებს. „პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ვაიმარის სამკუთხედის (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის […]
“ოცნების პარტიას” სერიოზულად ვერავინ აღიქვამს – როგორია ყაველაშვილის ინაუგურაციაზე საერთაშორისო გამოხმაურება

“კიდევ ერთი დღე “ტრადიციულ” ევროპულ დემოკრატიაში, სადაც “ოცნების პარტიას” სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მოხდა. საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიის განსაზღვრებას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე.”- წერს X-ზე ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. “დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა […]
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ – კნუტ აბრაჰამი ანალენა ბერბოკს

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს.