შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
ბიზნესების უმრავლესობა მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს, ნაწილი მთავრობას ახალისებს – ლექსო ალექსიშვილი (bm.ge)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე კრიტიკული აზრი ბევრმა ბიზნესმენმა დააფიქსირა. ამის შესახებ PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კრიტიკული აზრი მკაფიოდ ისმოდა და ბიზნესმენების უმრავლესობა მთავრობას მოვლენების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. “ეს შეხვედრა ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. განცდა, რომელიც მე პირადად მაქვს არის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს […]
2024 წელს ზღვაში 10 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ

2024 წელს ესპანეთში ზღვით გადასვლისას 10 000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, რაც, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 58 პროცენტით მეტია. ერთ-ერთი ესპანური უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული უახლესი ანგარიშის მიხედვით, მკვეთრად გაიზარდა მავრიტანიიდან გამოსული გემების რაოდენობა. ევროპაში გადასვლის მსურველი მიგრანტებისთვის მავრიტანია გამგზავრების მთავარი პუნქტი გახდა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2024 წელს ქვეყანაში ზღვის გავლით 57 700 […]
ომბუდსმენი: ვადგენთ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ და ყველა იმ მოქალაქეს მოინახულებენ, რომლებსაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. “სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში. სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი […]
რუსეთში “არასასურველად” გამოცხადდა “რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსი”

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. “არასასურველი ორგანიზაციების” ნუსხაში შეიტანა “რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსი” (International Religious Freedom or Belief Alliance, IRFBA). ეს ცნობა უწყების ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. რუსეთის პროკურატურა აცხადებს, რომ IRFBA “ემსახურება აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესებს, მონაწილეობს ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია რუსეთის ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციაზე, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციაზე, უშვებს […]
ნარკოლოგი: შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც უმძიმეს მინარევებს შეიცავს

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, რომ შავ ბაზარზე ნარკოტიკი გამოჩნდა, რომელიც უმძიმეს მინარევებს შეიცავს და მისი მოხმარება მძიმე შედეგებს იწვევს. “მეგობრებო, ვიცი, რომ ეს შესაძლოა ყველაზე შესაბამისი დრო არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოთ! უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს. მისი გამოყენება იწვევს ზედოზირებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – […]
“ინტერის” წარმატების საიდუმლო სწორედ ეს არის” – რა თქვა ინძაგიმ

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ, “ნერაძურის” წარმატების საიდუმლოს შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, გუნდის წარმატების გასაღები ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგებაა. “ინტერის” წარმატების საიდუმლო? ფეხბურთელებს ერთმანეთის შესანიშნავად ესმით. არ აქვს მნიშვნელობა ესა თუ ის ფეხბურთელი ხშირად თამაშობს თუ არა, ყველას ერთი მიზანი და მიმართულება აქვთ. “ნერაძურის” ყველა მოთამაშე გუნდის მაისურითვის ბოლომდე იხარჯება”, – განაცხადა ინძაგიმ. შეგახსენებთ, “ინტერი” […]
ილჰამ ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე – დანაშაულის აღიარება, დროული ბოდიშის მოხდა – ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო, სამწუხაროდ, პირველი 3 დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია

ის ფაქტი, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავსე იყო ნახვრეტებით, მთლიანად ხსნის დღის წესრიგიდან ჩიტებთან შეჯახების თეორიას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „სამწუხაროდ, რუსეთში ზოგიერთმა წრემ ამ თეორიის წამოყენება ამჯობინა. ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის […]
პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო კორეელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეის მუანის აეროპორტში Jeju Air-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს უსამძიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს” , – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე სოციალურ […]
“დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს”- არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს – ამის შესახებ სამების ტაძრის არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ ქადაგებისას განაცხადა. “ყველამ ვნახეთ პატრიარქის წერილი, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს რჩევა არ ისმინეს. ვხედავთ ქართველი […]