პროტესტის 33-ე დღე – თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

პროტესტის 33-ე დღე – თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი დღეს, 30 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 33-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. განრიგი ასეთია: 18:00 საათი – საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების მარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი (შიო ჩიტაძის 4) 19:00 საათი – ელინისტთა და ელინოფილთა მარში, თსუ-ის I კორპუსიდან პარლამენტამდე 19:00 საათი – […]
მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება თქვენ რა მართლა სერიოზულად გგონიათ, რომ ესენი რამე მოლაპარაკებაზე წამოვლენ? დაიმახსოვრეთ კარგად საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს ივანიშვილის […]
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მის მოადგილეებთან ერთად, 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და წარმატებით შესრულებისთვის უწყების თანამშრომლებს ვადამდელი წოდებები მიანიჭა და მადლობის სიგელები გადასცა. სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების და აღკვეთის პროცესში საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია. უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე

2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე, – ამის შესახებ მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები […]
ირაკლი კობახიძე – მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. „თითოეული თქვენგანის როლი საქართველოს ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში […]
მომხმარებელი VS “აიფონ ჯორჯია” – რა ევალება კომპანიას GCCA-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებით?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „აიფონ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. სააგენტოს ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა: GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა საკურორტო ქალაქ მარსა ალამის ჩრდილოეთით მოხდა. უწყების ცნობით, ტურისტებზე თავდასხმა “ღრმა წყლებში, საცურაო ზონის გარეთ” მოხდა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, დაღუპული და დაშავებული ტურისტები იტალიის მოქალაქეები არიან. დაღუპული 48 […]
რას ნიშნავს პრევენციული დაკავება – საიას თავმჯდომარის განმარტება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს რას ნიშნავს პრევენციული დაკავება. ამ და სხვა რეპრესიულ კანონებს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა: გთავაზობთ ქუროდავანიძის განმარტებას: პრევენციული დაკავებაა, როდესაც პირს არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, მაინც აკავებენ, იმიტომ, რომ პოლიციელის ვარაუდით, მომავალში შეიძლება ჩაედინა სამართალდარღვევა. პრევენციული დაკავება ნებადართული ხდება იმ პირთან მიმართებით, რომესაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი სამართალდარღვევა. […]
აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია – ჯიმ რიში

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა პრეზიდენტად, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში სოციალურ ქსელში წერს. „მთავრობის მცდელობა, უარყოს საქართველოს მეგობრები, კარგად ცნობილია, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს ქართველ ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს დაწესდა დაგვიანებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, ჯერ კიდევ […]
საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს პაიკი დასავლეთის ხელში – სერგეი ლავროვი

საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს […]