,, აი ასეთი ექს-პრეზიდენტები გვინდა ჩვენც” – შალვა ნათელაშვილი ჯიმი კარტერის გარდაცვალებაზე

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას ეხმაურება შალვა ნათელაშვილი: ,,გარდაიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკის უკანასკნელი მოჰიკანი,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1977–81 წლებში, ნობელიანტი,ჯიმი კარტერი. რთულ პერიოდში ისტორიისა მოუწია მას ამ უმაღლეს პოსტზე მოღვაწეობა.სწორედ მაშინ მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში,რაც დღემდე ფაქტობრივად გრძელდება და იმავე პერიოში დაიწყო ომი საბჭოთა კავშირმა ავღანისტანში. ამის გამო პროტესტის ნიშნად იგი არ დაესწრო ცნობილ მოსკოვის […]

თბილისში საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის – „ყოფილი საჯარო მოხელეები მოქმედი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია იმართება

თბილისში საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის – „ყოფილი საჯარო მოხელეები მოქმედი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია იმართება. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ყოფილი საჯარო მოხელეები აფუძნებენ აზრის თავისუფლების ფონდს (Safe Voices Fund), რომლის მიზანია სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იმ პირების მხარდაჭერა, ვინც კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების, დისკრიმინაციული მოპყრობის ან სხვაგვარი შევიწროების რისკის ქვეშ აღმოჩნდა. საჯარო მოხელეთა […]

დავით მორგოშია სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის პირველ მოადგილე ბეჟან ნემსაძესთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახლად დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს ეკატერინე შარიქაძეს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ეკატერინე შარიქაძე სპეციალობით დრამისა და კინოს მსახიობი და დრამის რეჟისორია. „დღემდე მუშაობდა […]

ივანიშვილის დაგვიანებული სანქციები დაუწესდა, მისი როლის გამო, კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს – რიში – Netgazeti • ბიძინა ივანიშვილი • სანქციები • ქართული ოცნება • ჯიმ რიში • ჯინ შაჰინი • Netgazeti.ge

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის დაგვიანებული სანქციები დაუწესდა, მასთან მიმართებით კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. „მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა. გათვალისწინებულია, რომ ხელისუფლება ცდილობს უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ მივატოვებთ მის ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა […]

ფინეთმა ბალტიის ზღვის ფსკერზე დაზიანებული კაბელის გვერდით ღუზის კვალი ნახა

ფინელმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, სადაც დაზიანდა ელექტროკაბელი Estlink 2, ნახეს გრძელი კვალი, რომელიც, ვარაუდობენ, რომ ღუზამ დატოვა. ამ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი. „კვალის სიგრძე ათეულობით კილომეტრია“, – ამბობს გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი სამი პაილა, რომელსაც სააგენტო იმოწმებს. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, სად ჩაუშვეს ღუზა, რომელსაც ჯერ ვერ მიაკვლიეს. „ფსკერზე კვალი აღმოსავლეთით გრძელდება ათობით, შეიძლება თითქმის […]

ყაზახეთი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიაში გაგზავნის

ყაზახეთი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს გაუგზავნის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საავიაციო ინციდენტის გამომძიებელმა კომისიამ მიიღო, რომელსაც ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს. „ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, პასუხისმგებელია ფრენის ჩანაწერების გაანალიზების უზრუნველყოფაზე და […]

“გავაგრძელებთ დასაქმებულთა შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას” – „ლაბორი“ აგარის შაქრის ქარხნის გაფიცვაზე

აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ სოლიდარობის გამოსაცხადებლად აგარაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პროფკავშირი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პირორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები

სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პირორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები საქართველოს პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ელჩების კონფერენცია 2024“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობას ქვეყნის […]

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად

ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ამის […]

მომდევნო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

მომდევნო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ჩატარდა მორიგი არჩევნები 2024 […]