მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა – ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება

ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა, იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა […]

ანდრეი სიბიგა დამასკოში – გამოვდივართ იქიდან, რომ ახალი სირია გახდება ის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც გზას გაუხსნის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

უკრაინის მაღალი დონის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას ხელმძღვანელობით, სირიის დედაქალაქ დამასკოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს გაიმართა დეტალური და ნაყოფიერი მოლაპარაკებები სირიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან, მის ლიდერთან აჰმად ალ შარაასთან, ასევე პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ალ-ბაშირთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ჰასან ალ-შიბანთან. მინისტრის თქმით, […]

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებულ კანონებს შორისაა კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულ კანონებს შორის არის „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება. პარლამენტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, […]

ეროვნულმა ბანკმა „სვის კაპიტალი“ დააჯარიმა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალი” ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა – მიზეზი, ერთ კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევაა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა. ეს, “სვის კაპიტალისთვის” იგივე კანონის დარღვევისთვის დაკისრებული მეორე ჯარიმაა. პირველად მიკროსაფინანსო სებ-მა 2022 წელს 12 000 ლარით […]

ოფიციალურად: “მილანმა” ფონსეკა დაითხოვა, “როსონერის” კონსეისაუ გაწვრთნის

“მილანმა” პაულო ფონსეკა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, აღნიშნული ინფორმაცია თავად სპეციალისტმა “რომასთან” (1:1) მატჩის შემდეგ დაადასტურა. “მართალია, რომ “მილანს” ვტოვებ. ასეთია ცხოვრება, ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო”, – განაცხადა ფონსეკამ, რომელიც “როსონერის” ივნისის თვიდან თავკაცობდა. “როსონერი” “პორტოს” ყოფილმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაუმ ჩაიბარა, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ უმუშევარი იყო. შეგახსენებთ, 18 ტურის შემდეგ […]

უკრაინის დელეგაცია სირიაში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰას ხელმძღვანელობით სირიაში ჩავიდა, სადაც ამბოხებულების ლიდერს აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ დელეგაციაში ასევე არიან უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური წარმომადგენელი. ნოემბრის ბოლოს სირიაში ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს […]

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ამის […]

სირიის დე ფაქტო მმართველი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ სირიის დე ფაქტო მმართველი აჰმედ ალ-შარაა შეხვდა უკრაინის დელეგაციას, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სირიის სახელმწიფო სააგენტო “სანამ”. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა სირიას დამატებით სასურსათო დახმარებას გაუგზავნის. სიბიჰა შეხვდა ასევე თავის სირიელ კოლეგას. “ჩვენსა და უკრაინას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, […]

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებულ კანონებს შორისაა „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულ კანონებს შორის არის „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება. პარლამენტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, […]

ირაკლი ზარქუა – ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ახალგაზრდებო, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ!

ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს: – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ! – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუას თქმით, ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ […]