საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ემიგრანტები იკრიბებიან, რომლებიც პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ემიგრანტები იკრიბებიან.
ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა მდებარეობს, ემიგრანტები და ემიგრანტების ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად იკრიბებიან. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე შეუერთდებიან საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა