თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზარზე კონკურენციის კანონი არ დარღვეულა – კონკურენციის სააგენტო

თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზარზე კონკურენციის კანონის რისკები დარღვევა არ იკვეთება – ასეთია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ აღნიშნული ბაზრის მოკვლევის შედეგი, რომელიც უწყებამ დღეს გამოაქვეყნა. სააგენტოს განმარტავენ, რომ ბაზრის საცალო დონეზე მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი მაღალია, რაც თავის მხრივ ბაზრის განსახილველ დონეზე კონკურენტულ გარემოს და შესაბამისად კონცენტრაციის დაბალ ინდექსს […]

სოხუმში გალერიის ხანძრის დროს გაციფრულებული ნამუშევრებიც დაიწვა

21 იანვრის ხანძრის დროს აფხაზეთის ეროვნული გალერიის ფონდში, გაფიცრულებული ნამუშევრებიც დაიწვა. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრეს-კონფრენეციაზე გალერიის დირექტორმა სურამ საქანიამ განაცხადა. მისივე ცნობით, ამ დრომდე გალერიის ნამუშევრების 40% იყო გაციფრულებული და შესაბამისი მასალა მისი სამუშაო ოთახის სეიფში ინახებოდა. სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 […]

დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის პრაიმერისშიც გაიმარჯვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატობისთვის მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ნიუ-ჰემფშირის შტატში. იქამდე ტრამპმა მნიშვნელოვანი სხვაობით აიოვას შტატშიც იმარჯვა. ხმათა 90%-ის დათვლის შემდეგ, ტრამპი უკვე ერთადერთ ოპონენტს, გაეროში ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილის თითქმის 12 პროცენტით უსწრებს. თუკი ყოფილ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 54.8%-მა დაუჭირა მხარი, ჰეილის ნდობა 43.2%-მა გამოუცხადა. ჰეილის […]

ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს – “ირემი“ – საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა. ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის – “ირემი“ – ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი […]

„შავ სიაში“ კიდევ 16 კომპანია მოხვდა – დეტალები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 კვირაში, მხოლოდ 2024 წელს, ე.წ. შავ სიაში 16 კომპანია შეიყვანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. ყველა კომპანიის შემთხვევაში შავ სიაში დარეგისტრირების მიზეზად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება სახელდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კომპანია, კონკრეტულად, შპს „ლემასი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი […]

დვალის ადვოკატი: კეთილი ნებით, ხატიაშვილს ქავთარაძეზე კეთილმოწყობილ სახლს ისევ ვთავაზობთ

მესაკუთრეთა დაცვის ცენტრის დირექტორის, გიორგი სუხიტაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დარეჯან დვალმა კეკელიძის ქუჩაზე მარინე ხატიაშვილის ბინა 2018 წლის 19 თებერვალს, საჯარო აუქციონზე იყიდა. მისივე მტკიცებით, დარეჯან დვალს წინა მესაკუთრის მიერ “კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა, 15 000 აშშ დოლარი გადმოყვა ვალდებულის სახით, რომელიც მან დამატებით გადაიხადა იმავე წლის მარტის თვეში”. გიორგი სუხიტაშვილის განცხადებით, მარინე […]

ირაკლი პეტრიაშვილი – ზუსტად ვიცი, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, მართლა კაბინეტ-კაბინეტ ვინ დადიოდა – კონკრეტული სახელი და გვარები ვიცი

ზუსტად ვიცი, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, მართლა კაბინეტ -კაბინეტ ვინ დადიოდა. ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ძირითადად, ოპოზიცია იყო, კონკრეტული სახელი და გვარები ვიცი, – ამის შესახებ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა გაყოფის დრო არ არის, რადგან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ისტორიული შანსი აქვს. „ალბათ, ძალიან დიდ ფულს […]

დმიტრო კულება – უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება

უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა, რუსული სამხედრო […]

„ხალხის ძალა“ – „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს არა სააკაშვილზე, არამედ ზურაბიშვილზე აკეთებს, მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5%-იანი ბარიერი უნდა გადაალახვინონ

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი […]

კვარაცხელია და ოსიმენი – განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული…

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მოედანზე ერთმანეთს მშვენივრად უგებენ. ნიგერიელმა ფორვარდმა მომავალ ზაფხულს სავარაუდო წასვლის შესახებ თქვა. შესაძლოა, ეს წყვილი დაიშალოს… ცოტა ხნის წიმ ვიქტორისა და “კვარას” აგენტის “გადალაპარაკება” ვნახეთ. კარგად მოგეხსენებათ იმ გამოხმაურებების შესახებ, რაც სერია “ა”-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა, სადაც მარადონა გვირგვინს ხვიჩა კვარაცხელიას ადგამს. საქმე ნიგერიის პრეზიდენტამდეც კი მივიდა. გულშემატკივრებს ზოგჯერ […]