თბილისში Pizza Hut-ის რესტორნის გახსნას აშშ-ის საელჩო ეხმაურება

თბილისში ამერიკული ბრენდის Pizza Hut-ის რესტორნის გახსნას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება. „1958 წელს ორმა ძმამ $600 დოლარი ისესხა პიცერიის გასახსნელად. დღეს იმავე პიცერიას 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს მსოფლიოში. მოხარული ვართ, რომ უკვე საქართველოშიც გაიხსნა პიცა ჰატის პირველი რესტორანი! მრავალფეროვან და გემრიელ პიცასთან ერთად ეს სიახლე ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც განსაკუთრებით […]

რამაზ სვანაძე – 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა

რამაზ სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს. მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ახალგაზრდულმა ნაკრებმა 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა და 6 მატჩი ფრედ დასრულდა. ამ პერიოდში 21-წლამდელთა ნაკრების ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უკავშირდება, სადაც რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში პორტუგალიას, ბელგიას და ნიდერლანდებს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. […]

ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას – ირაკლი კუპრაძე

როგორ გახდა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” პიარ-კონსულტანტი – თბილისში მყოფ ჯერემი როზნერთან ხაზარაძის პარტიის თანამშრომლობა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში “ნაციონალური მოძრაობის” დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა. “ლელოში” აცხადებენ, რომ ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას: “ლელო” თანამშრომლობს მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ამერიკულ კომპანიასთან. ეს […]

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციებს სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციების შეთავაზება ოფიციალურად დაიწყო. დოკუმენტს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს. სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმებას თუ კომპენსაციას გულისხმობს, პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტრომ 22 იანვარს შეხვედრაზე გააცნო. შეთავაზებების მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი; თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, 4 თვის ხელფასს […]

“ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ – ხუთივე მათგანი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ “ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებულებს. ხუთი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე ქუთაისის სასამართლომ დღეს იმსჯელა. გამოძიების ინფორმაციით, 2 500 დოლარის გამო, ბრალდებულების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ იგეგმებოდა. ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმებით. დიდი ალბათობით ყველა ადვოკატი და ბრალდებული აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო […]

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილის და მისი კოლეგის, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანის შეხვედრის შემდგომ. მემორანდუმის თანახმად, მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საერთო ინტერესის მქონე […]

გიორგი ამილახვარი დელეგაციასთან ერთად ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ბაქოში სამუშაო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად განათლების მინისტრი იმყოფება. გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა სექტორული თანამშრომლობა. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლებასა და მეცნიერებაზე.

7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა, სასამართლოს ჩვენება მისცეს

7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა, სასამართლოს ჩვენება მისცეს. მათ სხდომაზე გაიხსენეს, როგორ არბევდა სპეცრაზმი მოქალაქეებს და რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს. “კორდონი იყო პოლიციელების და რობოკოპების, საიდანაც განხორციელდა ჩემს მიმართ გასროლა და დავიჭერი… ფეხში რომ მომხდა, რამდენიმე მეტრზე გადამაგდო. ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე და მარცხენა ფეხზე მთლიანად წვივის ძვალი დამემსხვრა და რბილი ქსოვილი მთლიანად გაგლეჯილი იყო. […]

სახალხო დამცველის აპარატი – კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებასთან დაკავშირებულ აქციაზე დაკავებულმა 6-მა პირმა დააფიქსირა ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ

კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებულ აქციაზე დაკავებულმა 6-მა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი. ომბუდსმენის აპარატის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 23 და 24 იანვარს შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე […]

„ევროპის უნივერსიტეტში” ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „HEAL” გახსნითი შეხვედრა გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში” ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)” (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) გახსნითი შეხვედრა გაიმართა. „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფრომაციით, პროექტის მიზანია საქართველოში ექიმ-სტომატოლოგთა გაძლიერების ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით და სტუდენტების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე […]