გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაზიფ პაშაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევთან. „მხარეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი […]

“6-მა პირმა ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ განაცხადა” – ომბუდსმენი გამოსახლებაზე

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, 23 და 24 იანვარს ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს. აპარატის განცხადების თანახმად, ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ. “ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ […]

იგეგმება დიფ ფეიკი ვიდეოების დამზადება | გახარიას გუნდის განცხადება და “ოცნების” პასუხი

გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ “ქართული ოცნება” პროვოკაციებისთვის ემზადება და არჩევნების წინ ბინძური მეთოდებით ბრძოლას გეგმავს. ყოფილი პრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებზე იგეგმება დიფ ფეიკი ვიდეოების დამზადება. “ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ოცნება ამზადებდა და ამზადებს პროვოკაციებს, ძალის დემონსტრირებას, დეზინფორმაციას ე.წ. დიფ ფეიკებს. ეს ინფორმაცია ჩვენამდე ჟონავს მათივე პარტიიდან და არჩევნებამდე ყველანი უნდა ველოდოთ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს.” […]

“ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა „მტრის ხატის“ შექმნის მიზანს ემსახურება” | NGO-ების განცხადება

18 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს. ენჯეოები წერენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს. მათივე განცხადებით, დისკრედიტაციის მცდელობები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც “ოცნების” მმართველობის პირობებში მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემად მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე და ინფლაცია […]

ავიაკატასტროფა ბელგოროდში | რუსეთის პროპაგანდა და ცნობები, რომლებიც ამ დროისათვის ვრცელდება

ოფიციალური კიევი ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებს აზუსტებს. რუსეთის თავდაცვის უწყება კი ამტკიცებს რომ კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ 76- მა რომლის ბორტზეც 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, ასევე, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი. თვითმფრინავში მყოფი 74-ვე ადამიანი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფის რაიონში გაიგზავნა საჰაერო-კოსმოსური ძალების კომისია, რომელმაც მიზეზები უნდა დაადგინოს. უკრაინის […]

“ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ” | ომბუდსმენის წარმომადგენლებმა კეკელიძეზე დაკავებულები მოინახულეს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 23 და 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს. “17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში, ხელწერილით გაათავისუფლეს). ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა […]

“სურვილი გვაქვს, გავცდეთ თბილისს და ტურისტულ რეგიონებში გავიდეთ” – “Wine Not?” ღვინის ბარი

2019 წელს დაფუძნებული ღვინის ბარ-რესტორანი “wine not?” 300-ზე მეტი მცირე და საშუალო მარნის ღვინოსა და ქართულ სამზარეულოს აერთიანებს და თბილისში ორი ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის შექმნის იდეასა და კონცეფციაზე BMG-ის ეთერში “ვაინ ნოთის” თანადამფუძნებლები საუბრობენ. “5 წლის წინ გადავწყვიტეთ, ჩვენი პროექტი გაგვეკეთებინა, ვიფიქრეთ “რატომაც არა?!” და ღვინოსთან კავშირი სახელში თავისთავად მოვიდა – Wine Not? – თითოეულ […]

„ესკი“ ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს

სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ონლაინ გაყიდვების მიმართულების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერმა, მარიამ დევრისაშვილმა განაცხადა. „ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა. ფუნქციონირების პერიოდში კი, უკვე 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ მომხმარებელს უმასპინძლა. ,,ესკიში“ საქართველოში მოქმედი 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი […]

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება

2024 წლის 24 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, […]

„ვამბობდით, რომ სესხების და კრედიტების გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციები რისკებს შეიცავდა და ეს რეალურად ახდა“ – მარიკა არევაძე

„ვამბობდით, რომ სესხების და კრედიტების გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციები რისკებს შეიცავდა და ეს რეალურად ახდა“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა მარიკა არევაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ასევე შეეხო საბანკო სექტორსაც. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეეზღუდათ სესხის გაცემა, რამაც გააჩინა მოთხოვნა შავ ბაზარზე. „ვსაუბრობდით, რომ რისკებს შეიცავდა ეს ცვლილებები და რეალურად ახდა. ცვლილებების კეთილი […]