ანექსირებულ ყირიმში შესვლა-გამოსვლის „განსაკუთრებული რეჟიმი“ დააწესეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონის ოლქს შორის შესვლა-გამოსვლის „განსაკუთრებული რეჟიმი“ დაწესდა. უკრაინის ორ ტერიტორიას შორის მსგავსი რეჟიმის დაწესების „ბრძანება“ 25 იანვარს გამოსცა რუსეთის მიერ „ყირიმის რესპუბლიკის მეთაურად“ დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა. ხერსონის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სამოქალაქო პირებისთვის ყირიმში შესვლა და უკან დაბრუნება ნებადართულია მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო გამშვები პუნქტებით: „არმიანსკი“, […]

თენგიზ ცერცვაძე – რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება ფიქსირდება, მაგრამ განგაშის ან პანიკის არანაირი საფუძველი არ არის

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით ქვეყანაში განგაშის ან პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. „ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ნამდვილად ფიქსირდება რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა დავაფიქსირო მყარი პოზიცია, რომ არანაირი საფუძველი განგაშის ან პანიკისთვის, არ არსებობს. ეს რაოდენობა, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი 4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით 14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.79 თეთრით. 25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6769 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9168 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.93 ლარად.

იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია” ისაუბრა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში „კოვიდ 19″-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. „გვქონდა გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი – 271. […]

კაჭრეთის ამბასადორის ტერიტორიაზე Summer School-ის ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი შენდება

„ამბასადორი ჯგუფი“ აგრძელებს ბიზნესის გაფართოებას და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ „ამბასადორი თრეველის“ დირექტორმა, სალომე თოთიბაძემ ისაუბრა. „ეს იქნება Summer school – ის ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის სინთეზით ყოველწლიურად 100-მდე ბავშვს უმასპინძლებს. ბავშვებს ლექციებს უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები წაუკითხავენ“, – აღნიშნა სალომე თოთიბაძემ. მისივე თქმით, […]

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

სარეცხი საშუალებების გაყალბების საქმეზე, საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში ერთი პირი მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისსა და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას. ჯამში ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების პროდუქცია. დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზამთრის სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდები ესპანეთში – მაღალი ტემპერატურა სპეციალისტებში შეშფოთებას იწვევს

ესპანეთში ზამთრის სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდებია, რაც სპეციალისტებში შეშფოთებას იწვევს. მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ტემპერატურა ქვეყნის სამხრეთით +28 გრადუსამდე, აღმოსავლეთით კი +26 გრადუსამდე მიაღწევს. სპეციალისტები კლიმატის ცვლილების ფაქტორზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიმდინარე ზამთრის საშუალო ტემპერატურა, ესპანეთში +20 გრადუსია, რაც ჩვეულ ტემპერატურას 10 გრადუსით აჭარბებს.

გაერო – სუეცის არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%-ით დაეცა

წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტმა, იან ჰოფმანმა განაცხადა. ”ძალიან შეშფოთებულები ვართ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო,” – აღნიშნა გაერო-ს ექსპერტმა. მისი თქმით, სუეცის არხზე ყოველკვირეულად გამავალი საკონტეინერო […]

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში შესვლის კანონპროექტს ხელი მოაწერა

პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში შესვლის მხარდამჭერ კანონპროექტს ხელი მოაწერა. “მივესალმები თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში მიღების დასტურის რატიფიკაციას”. – დაწერა X-ზე შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს. ერდოღანის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ აშშ-ს ელჩმა ანკარაში, ჯეფ ფლეიკმა თქვა, რომ, მისი მოლოდინით, თურქეთს მალე მიჰყიდიან F-16-ის […]