“მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საფუძვლიანი მომზადების დაწყებას” – ზელენსკის განცხადება
„მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საფუძვლიანი მომზადების დაწყებას. წინ შრომატევადი სამუშაოა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და ჩვენი მოლაპარაკების პოზიციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მობილიზდება და მიმდინარე წლის გაზაფხულზე პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიმართება“, – ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მან განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
დააკავებულია ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ქალი, რომელიც საკუთარ არასრულწლოვან შვილს ქუჩაში, მოწყალების თხოვას აიძულებდა და მიღებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. ამავე მუხლით ბრალი წარუდგინეს უკვე პატიმრობაში მყოფ კიდევ ერთ ადამიანს. არასრულწლოვანის დედას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, დანარჩენ ორ პირს კი — 3-დან 7 წლამდე. […]
სტუდენტებმა თსუ-ის კანცელარიის ოთახი დაიკავეს
სტუდენტებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავეს. კანცელარიაში იმყოფებიან „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრები, ასევე სხვა მოქმედი და ყოფილი სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ არ გამოვლენ კანცელარიიდან, ვიდრე უნივერსიტეტი არ გააკეთებს დაკავებული ლექტორის, გიორგი ჩიქობავას მხარდამჭერ განცხადებას. იგივესკენ მოუწოდეს სტუდენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. „გაიფიცოს უნივერსიტეტი! გათავისუფლდნენ დაკავებულები! შეწყდეს გამოსახლება! საცხოვრებელი ყველას“, — სკანდირებენ სტუდენტები. […]
„თავისუფლება კაკოს და გიოს“ — დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-სკენ მსვლელობა დაიწყო
მოძრაობა „ხმის“ წევრების, გიორგი ხასაიას და კაკო (აკაკი) ჩიქობავას გათავისუფლების მოთხვნით მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები ასევე ითხოვენ გამოსახლებების აკრძალვას. ხასაია და ჩიქობავა 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. უწყებამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
ვირუსი და ცხელება – როგორ ვმართოთ ავადობა ბინაზე
ბოლო დროს, გაციება, გრიპი, ვირუსები და შესაბამისად, სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა რესპირატორული დაავადებები განსაკუთრებით გააქტიურებულია. თავის ტკივილი, ცხელება და /ან შემცივნება, სურდო, მკვეთრად გამოხატული სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი – ეს ის სიმპტომებია, რაც ზოგადად ვირუსს ახასიათებს. ამ ეტაპზე, საქართველოში 20-21 სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ნაწილი “A” ტიპის ვირუსებია, რომელიც მკვეთრად გამოხატული […]
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. მოლაპარაკებები გაიმართა ასევე, გარემოს დაცვის, ოკეანეების და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარ ვირგინიუს სინკევიჩიუსთან, სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარ იანუშ ვოიციეხოვსკისთან და ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ-დირექტორთან სანდრა გალინასთან. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, საქართველოსა და […]
არ ვიცით ჯერ სასამართლოში რა პოზიციები ექნება პოლიციას, აქეთა მხარეს მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ადამიანს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა – ადვოკატი კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული პირების საქმეზე
კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული პირების საქმის განხილვები გრძელდება. 20 დაკავებულიდან 18 ადმინისტრაციულია, 2 კი სისხლის სამართლის საქმე. აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლს ედავება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ორივეს 3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ადვოკატი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე […]
არ ვარ დარწმუნებული, რომ გამოყენებული ზომები რელევანტურია და ადეკვატურია იმისა, რაც მოხდა – მიხეილ დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების საქმეზე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების საქმე შეაფასა და აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, დაკავებულების მიმართ გამოყენებული ზომები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის რელევანტურია თუ არა. მისი თქმით, არავის ქონების დაზიანება მისასალმებელი არ არის, თუმცა დაკავებულების მიმართ გამოყენებული სანქციების რელევანტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. “ზოგადად, არავის ქონების დაზიანება მისასალმებელი არ არის […]
“სხვადასხვა ქვეყნის კითხვარი იყო, ჩემი მოსაზრება კი არ გამიზიარებია” – რას ამბობენ კვლევაში მონაწილე ქართველი ექსპერტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ინდექსის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი, მესამე ადგილზეა. გაირკვა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა, ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა. “კურიერი” კვლევაში მონაწილე ერთ-ერთ ექსპერტს ესაუბრა. როგორც ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელმა და გაეროს ექსპერტმა, გელა კვაშილავამ აღნიშნა, […]
არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა – დედა, შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით მოწყალების თხოვნას აიძულებდა
არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა – დედა, შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით, მოწყალების თხოვნას აიძულებდა. არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 2 პირი დააკავა. ერთს ბრალი წაუყენეს. ერთ დაკავებულს ბრალად ედება არასრულწლოვანით ვაჭრობა, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ამავე დანაშაულისთვის, ბრალი წაუყენეს პატიმრობაში მყოფ კიდევ ერთ პირსაც. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაული თბილისში მოხდა.