ე.წ. გლდანის ხიდებთან საბურავების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

ე.წ. გლდანის ხიდებთან საბურავების საწყობი იწვის, არის ძლიერი დაკვამლიანება. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

სახელმწიფო ქონების დაზიანება გამოხატვის თავისუფლება არ არის და ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ქონების, მანქანებისა და შენობების დაზიანება გამოხატვის თავისუფლება არ არის და მსგავსი საქციელის გამო ყველამ პასუხი უნდა აგოს. მისი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება, თითოეულმა მოქალაქემ კანონის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. “კარგია, რომ მხარეები მორიგდნენ. მაგრამ, რაც შეეხება დაკავებულებს, არც ერთ შემთხვევაში არარის გამართლებული ის, რომ სახელმწიფოს ქონება დააზიანო […]

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხერსონსა და დონეცკის ოლქზე

სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა უკრაინის ქალაქ ხერსონსა და დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციები იუწყებიან. მირნოგრადში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია შვიდი 5-სართულიანი სახლი, ადმინისტრაციული შენობა, სკოლა და საწარმო. ქალაქ ხერსონზე ორი სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა, მრავალბინიანი […]

დააკავეს მშობელი, რომელიც შვილს მათხოვრობას აიძულებდა – შსს-ს ინფორმაცია

კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა მშობელი, რომელსაც ბრალად ედება შვილის იძულება, მოწყალება ეთხოვა ხალხისთვის და შემდეგ მის მიერ მათხოვრობით ნაშოვნი ფულის სრულად დასაკუთრება. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი. მათ, გამოძიების ვერსიით, იცოდნენ ამ დანაშაულის შესახებ და პოლიციას არ აცნობეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: […]

ლიკა კობეშავიძე ერთი სემესტრით სორბონას უნივერსიტეტში ისწავლის სრული დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ლიკა კობეშავიძე Lund University-ში სწავლობს სამაგისტრო პროგრამაზე Master of Arts, European Studies. ლიკამ შიდა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაცვლითი პროგრამით, სექტემბრიდან ერთი სემესტრით საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში ისწავლის სრული დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით. ლიკა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია ევროატლანტიკის მიმართულებით.

პარაგლაიდინგის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოში 91 ლიცენზირებული მფრინავია, კომერციული ფრენები ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ინფორმაციით, დღეს 91 ლიცენზირებული მფრინავი გვყავს. როგორც ფედერაციაში განმარტავენ, დაახლოებით 10 უცხოელია, 15 სოლო მფრინავი, დანარჩენი კი კომერციულად მფრინავია. რაც შეეხება უშუალოდ კომერციულ ფრენებს, ის ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება. „ამ ეტაპზე, კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში. აქედან კომერციული […]

კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია – თუ სააკაშვილი საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა – წონაში 7-8 კილო მოიმატა, თუმცა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის

ეს ჩემი აზრია და როგორც, კონსილიუმის დასკვნა არ განიხილოთ. თუ [მიხეილ სააკაშვილი] უკან, საიდანაც გადმოიყვანეს – პენიტენციურ დაწესებულებაში გადავიდა, ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც წონაში 7-8 კილოს მატებით […]

პაველ ჰერჩინსკი – იმედი მაქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება – მიმდინარეობს განხილვა, როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა არჩევნებზე დაკვირვებაში მონაწილეობა მიიღოს

ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „როგორც ყველამ ნახეთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც ძალიან ყურადღებით მოხდება. […]

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაფიქსირებული შემთხვევებიდან საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია ან საქონელი უკან გააბრუნა. „სანქციების შემოღებიდან დღემდე, 1770 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ხდებოდა სანქციების გვერდის ავლ. საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია და ან აღნიშნული საქონელი გააბრუნა უკან. გარდა ამისა, დაახლოებით, 1000 შემთხვევაა […]

პაველ ჰერჩინსკი – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე გადასვლა მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ მძიმე სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, ასრულებს თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმას. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აღნიშნულ 9 დათქმაზე მუშაობა ინკლუზიურად და კონსტრუქციულად მოხდება. „9 ნაბიჯი […]