სოხუმში ხანძრით დაზიანებული ნახატების ნაწილს აღსადგენად რუსეთში წაიღებენ
რუსული მედიის ცნობით, 17 საუკეთესო რესტავრატორი რუსეთიდან სოხუმში, 21 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ნამუშევრების აღსადგენად ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციითვე, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს დახარისხება, თუ რომელი ნახატები საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას და რომელი კონსერვაციას. როგორც tass წერს, ინვენტარიზაცია ორშაბათამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, რესტავრატორები შეუდგებიან მუშაობას, ნახატების ნაწილს კი, აფხაზეთში შესაბამისი სამუშაო პირობების არარსებობის გამო, სარესტავრაციო სამუშაოების […]
საუდის არაბეთში ბოლო 70 წლის განმავლობაში ალკოჰოლის პირველი მაღაზია გაიხსნება
საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში 70 წლის მანძილზე პირველი ალკოჰოლური მაღაზია გაიხსნება. საუდის არაბეთის წარმომადგენლების ცნობით, მაღაზია არამუსლიმ უცხოელებს მოემსახურება, მაგალითად რიადში მცხოვრებ დიპლომატებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ალკოჰოლის შესაძენად დიპლომატებს რეგისტრაცია და მთავრობისგან ნებართვის მიღება მოუწევთ. მაღაზია რიადის დიპლომატიურ უბანში გაიხსნება. ამას გარდა, საუდის არაბეთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაღაზიის გახსნა ალკოჰოლით არალეგალურ ვაჭრობას შეუშლის ხელს. საუდის […]
ოდიშარია: არცერთი ჩვენი ლიდერი რუსეთში არ ჩავა, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება
ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ისეთი ურთიერთობა, როგორსაც ვისურვებდი, რადგან არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და არც გვექნება ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ჩვენ არანაირ დათმობაზე რუსეთთან არ წავალთ, ვიდრე არ იქნება მიღწეული ის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ახლა ერთმა კერძო პირმა გამოხატა რაღაც სურვილი. ამის უფლება ყველას აქვს, […]
თბილისის 7 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება სულ მცირე 24 საათით შეუწყდება
28 იანვარს თბილისის 7 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება სულ მცირე 24 საათით შეუწყდება. თბილისი ენერჯი მიზეზად გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებს. გაზის მიწოდება 28 იანვარს 10:00 საათიდან შეწყდება. მისი აღდგენა კი, 29 იანვარს, 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. გაზმომარაგება შეეზღუდება: პლატონ იოსელიანის ქ. 37, სულხან ნასიძის (ყოფ. ახალშენის) ქ. 23, 50, სიმონ ჩიქოვანის ქ. 6, […]
სომხეთის პრემიერი თბილისს ეწვია
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფაშინიანს ვიცე-პრემიერი და სომხეთში საქართველოს ელჩი დახვდნენ. სომხეთის პრემიერი დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. ამის შემდეგ კი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკომონიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართება. გაიმართება რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემოანიაც. ღარიბაშვილი […]
მოიზე კინი “ატლეტიკოს” შეუერთდება
“იუვენტუსის” ფორვარდი მოიზე კინი 6-თვიანი იჯარით მადრიდის “ატლეტიკოს” შეუერთდება. “როხიბლანკოს” იტალიელი შემტევის გამოსყიდვის უფლება ექნება. შეგახსენებთ, კინი “იუვენტუსის” აღზრდილია. იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა “ბებერი ქალბატონის” რიგებში 115 შეხვედრა გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
თბილისში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 18 წლის ბიჭი დააკავეს
თბილისში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე 18 წლის პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 20 წლის ბიჭს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. […]
სემეკი – იანვრიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ
სემეკის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის მომხმარებლები ქვითარს ახალი, შემცირებული ტარიფით მიიღებენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. რეგიონებში, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ მიერ ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრების მომხმარებლებისთვის გაგზავნა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ქ. თბილისში, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ […]
ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია დასრულდა
„ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“ – ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილის აქცია დასრულდა. როგორც სამედიცინო პერსონალმა აღნიშნა, კლინიკის ადმინისტრაციამ ტელევიზიით შეიტყო კლინიკის დემონტაჟის შესახებ, რაც მათთვის მიუღებელია. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში, „ყველა იურიდიული ნორმის გვერდის ავლით ხორციელდება რესპუბლიკური […]
2023 წელს რეგულირების ობიექტების 5466 ინსპექტირება განახორციელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საწარმოების) 5466 ინსპექტირება განახორციელეს. განხორციელდა 414 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება. მათ შორის, 121 – გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, […]