„ნიკაგვარამიას ფაქტორი ცალკე დარჩენილ ყოფილ ნაციონალებზე ძალიან კარგად იმუშავებს ორი მიზეზის გამო… “
ანი დვალიშვილი ნაციონალური მოძრაობის გარდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯეერაც ვერ გარკვეულა, რას იზამს მომდევნო არჩევნებზე, გაერთიანდება, ცალკე გავა… მხოლოდ „ლელო“ ამბობს, ცალკე ვიქნებით და ხელისუფლებაშიც მოვალთო, მაგრამ გვეეჭვება, გუნდის ლიდერებს გულის სიღრმეში ამ ყველაფრის სჯეროდეთ. თუ სჯერათ, მაშინ ძალიან გულუბრყვილოები ყოფილან და თუ არ სჯერათ… აბა, იმას ხომ არ იტყვიან, არჩევნებში მესამე ადგილზე გასვლა ჩვენთვის ძალიან […]
მინისტრის თქმით, მებაჟეებმა სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა აღრიცხეს
საბაჟოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, განაცხადა, რომ სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა აღრიცხეს. “სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 1 770 შემთხვევა გვაქვს. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და […]
მონეტიზაცია, აშშ-სა და ინდოეთის ბაზრის ათვისება – რას გეგმავს KILPY 2024 წელს?
პლატფორმა KLIPY, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ მესენჯერებს, სოციალურ ქსელებსა და მედია კომპანიებს კლიპებისა და GIF-ების მონეტიზაციაში ეხმარება, გასული წლიდან ზრდის ეტაპზე გადავიდა. კომპანიის დამფუძნებელი, გივი ბერიძე, 2024 წლის გეგმებს BMG-სთან აანონსებს. “2 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და ამ დროის განმავლობაში ბიზნესიდეა რამდენჯერმე შევცვალეთ, ძალიან დიდი გზა გავიარეთ და დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით ზრდის ეტაპზე ვართ. […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლს აშენებს
საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდამწერია. ბანკთან თანამშრომლობით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #37ა-ში პრემიუმ კლასის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3.8 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ დოლარს შეადგენს. დეველოპერული პროექტი 2 323 კვ.მ-ზე 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც 84 საცხოვრებელი ბინა, საოფისე ფართები, გამწვანებული […]
რუსეთმა „შავი დღის“ ფონდის ლიკვიდური ნაწილის ნახევარი დახარჯა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, რუსეთმა დახარჯა თავისი „ეროვნული კეთილდღეობის ფონდში“ არსებული ლიკვიდური აქტივების თითქმის ნახევარი, წერს „მედუზა“. ფონდი, რომელიც რუსეთში 2004 წელს დაარსდა, ქვეყანას „შავი დღის“ და სხვა კრიზისების დროს უნდა დახმარებოდა. ვინაიდან რუსეთის შემოსავლების მნიშვნელოვან წილს შეადგენს ნავთობის გაყიდვა, ფონდის მუშაობის სქემა ასეთი იყო – როდესაც ნავთობის რუსული მარკის ბარელის ფასი […]
„ვიღაცა რაღაც სისულელეს დაწერს და აიტაცებენ ხოლმე“ – რომან გოცირიძე
„ერთი კვირა ანტისაბანკო და ანტისამევახშეო სიუჟეტების კვირეული იქნება, სანამ სხვა თემა არ გადაფარავს. უკვე კომენტარებს მთხოვენ, თუ როგორ ფორმირდება საქართველოში ბანკის პროცენტი. რა თქმა უნდა, ელიან პასუხს, რომ ძალიან მაღალია და ეს ბანკირ-მევახშეების ბრალია. ვიღაცა რაღაც სისულელეს დაწერს და აიტაცებენ ხოლმე. გუშინ ერთი ყოვლისმცოდნე პირი ეროვნულ ბანკს მოუწოდება, მკვეთრად შეამცირე რეფინანსირების პროცენტიო, ანუ იაფად მიეცი […]
„ამათზე უფრო პრიმიტიული და უტიფარი მხოლოდ ვილა ნეპტუნზე თუ იქნება“ – არჩილ გამზარდია
„პრიმიტიულად მატყუარა საარჩევნო შეპირებებს შორის მაინც განსაკუთრებულად პრიმიტიულია შეპირებები – სამუშაო ადგილებზე, პენსიისა და ხელფასების რაოდენობებზე. ამათზე უფრო პრიმიტიული და უტიფარი მხოლოდ ვილა ნეპტუნზე თუ იქნება.“
თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა
თიბისიმ, მასწავლებლების კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში”, პირველი ადგილის მფლობელი – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე დააჯილდოვა. ფინალისტებს შორის კი თიბისის რჩეული რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა მაღალდაძეგახდა. კონკურსის ოცივე ფინალისტს თიბისისგანSABA Reader-ის აპლიკაციაში ერთწლიანი წვდომა გადაეცათ. მასწავლებლების კონკურსის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა […]
რესპუბლიკურის ექიმები უარს ამბობენ მინისტრთან შეხვედრაზე – მათ აქციაზე ამის მიზეზზე ისაუბრეს
“ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური”, – ამ წარწერიანი ფურცლებითა და შეძახილებით თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ, აქცია გამართეს თბილისის ცენტრალური კლინიკის თანამშრომლებმა. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია: შეჩერდეს მთავრობის ის ბრძანება, რომლითაც მათი კლინიკა უნდა დაინგრეს. საავადმყოფოში დასაქმებულმა ადამიანებმა, რომლებიც აქციაზე იყვნენ, მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შეხვედრაზე უარი უთხრეს და ამის მიზეზზე ისაუბრეს. “გუშინ ტელევიზიის შევიტყეთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი […]
პარლამენტის შენობაში დაპირისპირება იყო
დღეს, 26 იანვარს, პარლამენტის შენობაში დაპირისპირება იყო. ერთმანეთს, სავარაუდოდ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაპირისპირება პარლამენტის სასადილოში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა. მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.