სენაკში, ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა – არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა

სენაკში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თვითმხილველის ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა, რის შემდეგაც გაქცევა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

„თბილისი ენერჯი“ – მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ მესამე პირმა დაუდევრობით გაზგამანაწილებელი ქსელი დააზიანა, რის გამოც გაზის ქსელში წყალი მოხვდა. შედეგად, 26 იანვრის 18:00 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა დიღმის მას. 5 კვ-ში – კორპ. 17-ის მიმდ, 1, 1ა, 2, […]

“Ქუჩაში მეც ვიდექიო, ვინ ჩემი ფეხები ხარო? სარგებელი ნახეო – კი, მივიღე 40 000 ჯარიმა” – ნიკა ნარსია

Ქუჩაში მეც ვიდექიო შენ რატომ ამბობ რომ ვინმეზე უკეთესად იდექიო, ვინ ჩემი ფეხები ხარო? 1) ქუჩაში სეირნობა და სისტემასთან ფიზიკური ბრძოლა სხვადასხვაა რამაა არავის ვეჯიბრები მაგრამ რასაც ვაკეთებდით მეგობრებთან ერთად ესაა საკეთებელითქო ვამბობ და არა შეჯიბრები არავის სხვანაირად რეჟიმს ვერ მოვუგებთ, პირიქით, დავიჩაგრებით 20 კაცი სულ, პერფორმანსებით და წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციითაც იგივე იქნება! 7/8 […]

“ადგა ვიღაცა რუსი გრეტა და მშვენიერი ბიზნესი ააწყო ბათუმში” – ზურა ბაუჟაძე

ესე იგი როგორაა საქმე. აჭარაში, რომელიც განთქმული იყო ბაქლავით, გამორჩეულად კი ქობულეთი, ყველგან პრობლემა გახდა კარგის კი არა, ნორმალურის პოვნაც კი. ფასი მაღალია აქვს. მომზადებულია გაუგებარი ცხიმით (მარგარინიც კი არაა) და თხილის ან ნიგვზის ნაცვლად ალაგალაგ მობნეულია მანჯურიული კაკლის (კერკეტა ნიგოზი) განაცარი. ეს განაცარი რეალურად არის ნარჩენი, რომელიც წესით ნაგავში უნდა იყრებოდეს ან საკენკად გამოიყენებოდეს. […]

“რესპუბლიკურის” თანამშრომლებს დასაქმებას თბილისსა და რეგიონებში სთავაზობენ

ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მოქმედ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კლინიკებში. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური. შეთავაზებული კლინიკებია: · რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; · ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; · საჩხერის რაიონული საავადმყოფო; · პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; · ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების; საუნივერსიტეტო კლინიკა; · გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა; · ჯეო ჰოსპიტალის ქსელი; · […]

კეკელიძის N1-ში დაკავებული კიდევ 3 ადამიანი მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და 23 იანვარს თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული სამი ადამიანი 2000-2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მან დღეს, 26 იანვარს გამოაცხადა. კეკელიძის N1-ში, ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანი დააკავეს, მათგან 8-ის დაჯარიმების შესახებ გახდა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი – დაკავებულთა ნაწილზე გადაწყვეტილება არ […]

თამარ ხიდაშელი – აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან ექვსივე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან ექვსივე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორმა, თამარ ხიდაშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის შეფასებაზე ისაუბრა, სადაც საქართველო, საერთო ქულებით, მე-3 ადგილზეა მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ. ამის შესახებ თამარ ხიდაშელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება […]

BBC-მ ქართველ უკანონოდ გაშვილებულ ტყუპებზე ფილმი გაავრცელა

BBC-მ გადაიღო ფილმი ქართველ ტყუპებზე, რომლებიც უკანონოდ გააშვილეს და ერთმანეთი მოგვიანებით სოციალურ ქსელ TikTok-ზე იპოვეს. ერთ-ერთი ტყუპი – ემი ფილმში ყვება, რომ პირველად მისი ტყუპისცალი 12 წლის ასაკში შემთხვევით ტელეეკრანზე ერთ-ერთ ტელეშოუში დაინახა, თუმცა ამ დროს მისი ძებნა არ დაუწყია. ხოლო მისი ტყუპისცალის თქმით, წლების შემდეგ მას ემის ვიდეო სოციალურ ქსელში მეგობარმა გაუგზავნა და მას […]

ლავეციმ განმარტა, რატომ იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ესეკიელ ლავეციმ განმარტა, რატომ მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. “ადრე ვცდილობდი ამას მე თვითონ გავმკლავებოდი. სხვა კლინიკას მივმართე, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. სხვა არჩევანი არ დამრჩა. ეს ძნელია, თუმცა ასე უნდა მოვქცეულიყავი. ცხოვრების და ჩვევების შეცვლა მმართებს. ჩემი შვილის გამო ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთო. ძალიან შორს გავედი”, – ციტირებს ლავეცის კატალონიური “სპორტი”.

“რატომ არ ააზრებენ ადამიანები ამ მარტივ ლოგიკურ ჯაჭვს?” – ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი: ადამიანების მიერ აზროვნებაზე შეგნებულად უარის თქმის საუკეთესო მაგალიათია ერთი სსრკელი პიროვნების პროფესიული საქმიანობის შეფასება. ეს პიროვნება სსრკს საქართველოში ქალაქ გორში დაიბადა. მამამისი იყო საკმაოდ ცნობილი სამხედრო პირი, რომელიც ყველანაერ რეპრესიებს გადაურჩა, ვინ იცის ზუსტად რატომ…. და ამიტომ 1949 წელს მოსკოვში დააწინაურეს. ახალგაზრდა შვილიც მოსკოვში გადაბარგდა და ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში […]