“ადგა ვიღაცა რუსი გრეტა და მშვენიერი ბიზნესი ააწყო ბათუმში” – ზურა ბაუჟაძე

ესე იგი როგორაა საქმე.
აჭარაში, რომელიც განთქმული იყო ბაქლავით, გამორჩეულად კი ქობულეთი, ყველგან პრობლემა გახდა კარგის კი არა, ნორმალურის პოვნაც კი.
ფასი მაღალია აქვს. მომზადებულია გაუგებარი ცხიმით (მარგარინიც კი არაა) და თხილის ან ნიგვზის ნაცვლად ალაგალაგ მობნეულია მანჯურიული კაკლის (კერკეტა ნიგოზი) განაცარი. ეს განაცარი რეალურად არის ნარჩენი, რომელიც წესით ნაგავში უნდა იყრებოდეს ან საკენკად გამოიყენებოდეს. ცომის ფირფიტების მომზადებაც ეზარებათ და თურქეთიდან შემოტანილ ნახევარფაბრიკატს იყენებენ, რომელიც სულ სხვა და მდარე ფაქტურას იძლევა.
ადგა ვიღაცა რუსი გრეტა, ისწავლა, გააკეთა ხარისხიანი და მშვენიერი ბიზნესი ააწყო ბათუმში.
ხარისხს უფრთხილდება, ფასი ადექვატური აქვს, კოხტად ფუთავს და მიწოდებაც მოგვარებული აქვს.
ჩვენები კი აქ რომ იტყვიან, რაფერი “ჩომპეი” იყვნენ, იმფერ “ჩომპეთ” დარჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ