მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ჩიქობავა-ხასაიას მხარდასაჭერად წერილს ავრცელებენ

70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერთა შორის არიან: · არჩილ ქიქოძე, · ლევან ბერძენიშვილი · პაატა შამუგია · ტორესა მოსი · მაია ცირამუა · ზვიად კვარაცხელია · ირაკლი ლომოური · […]

ჰუთებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ტანკერზე, რომელსაც რუსული ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა

იემენელმა ჰუთებმა განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს წითელი ზღვის ადენის ყურეში მყოფ ტანკერ მარლინ ლუანდაზე, რომელიც მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, გემს ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. მრავალეროვნულმა კორპორაციამ Trafigura-მ, რომელიც ზემოხსენებულ ტანკერს ფლობს, ბიბისის შეატყობინა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად გემის ერთ-ერთ სატვირთო განყოფილებაში გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩასაქრობად გემის ბორტზე სახანძრო ტექნიკა […]

რომელი ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება? – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. „საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფინანსდება […]

საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვითი აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი და ინდოეთი შეთანხმდნენ, ერთობლივად აწარმოონ თავდაცვითი აღჭურვილობა, მათ შორის, ვერტმფრენები და წყალქვეშა ნავები ინდოეთის შეიარაღებული ძალებისა და მეგობარი ქვეყნებისთვის. როგორც სააგენტო Reuters-ი ინდოეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, შეთანხმებას საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის შეხვედრისას მიაღწიეს. ამავე ინფორმაციით, მხარეები თავდაცვითი აღჭურვილობის, ბირთვული ენერგიის, კოსმოსური კვლევების, ხელოვნური ინტელექტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში […]

პროკურატურამ ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე დააკავა

საქართველოს პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს. “საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ […]

ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო “სამუშაო ვიზიტით” რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია Belta ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ლუკაშენკო მონაწილეობას მიიღებს “ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლისთავისდმი” მიძღვნილ ღონისძიებაში. გარდა ამისა, Belta წერს, რომ ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტები ქვეყნების ურთიერთობის “ყველაზე აქტუალურ საკითხებზე” ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ, ასევე, განიხილავენ “საერთაშორისო საკითხებსაც”.

სასამართლომ წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს და მის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პტიმრობა შეუფარდა

წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პტიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთს ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. პროკურატურის ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა […]

გია ცაგარეიშვილი – შეშფოთება შევატყვე ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა

შეშფოთება შევატყვე ბატონ ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. ცაგარეიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის „მთავარის არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გაერთიანება სიახლე არ იქნება. “სააკაშვილი რომ კითხულობდა უკუღმა წიგნს, თხა და გიგოსავით, ზუსტად ის არის ხაბეიშვილი, […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრისას დრონების ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს

უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრისას დრონების ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს. „ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებიდან გამომდინარე დრონების წარმოების გაზრდას მივუძღვენით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილა. „ლიეტუვას […]