გია ცაგარეიშვილი – შეშფოთება შევატყვე ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა

შეშფოთება შევატყვე ბატონ ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის „მთავარის არხის“ დამფუძნებლის, სა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ს გაერთიანება სიახლე არ იქნება.
“სააკაშვილი რომ კითხულობდა უკუღმა წიგნს, თხა და გიგოსავით, ზუსტად ის არის ხაბეიშვილი, რომელიც ამოტრიალებული რუკით საუბრობდა, რომ ჩვენს მხარეს ქვების სროლას ყველამ თავი დაანებოს და ერთმანეთს ხმებს ნუ წავართმევთო. რა თქმა უნდა, ეს არის გვარამია-მელიას ფლანგისკენ მოწოდება, რომელიც თებერვლის დასაწყისში აპირებს პარტიის შექმნას და ვფიქრობ, ამით დასრულდება ე.წ. სიახლეები. თუმცა, სიახლე რა არის აქ, ვინ არის ახალი? ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ფორმაციის საზოგადოებაში, ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობა არის მხოლოდ მაშინ, როცა არის რაიმე სიახლე, როცა ამომრჩეველი შენს პოლიტიკურ პლატფორმაში დაინახავს სიახლეს, დაგიჯერებს და გამოგყვება არჩევნებზე. რა არის აქ სიახლე? – ზიზღის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც შინაგანად ამ ზიზღმა გამოხრა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა POS TV-ის ეთერში, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ